ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ენმ, ან საქართველო დაიღუპება – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას. მისი თქმით, არ სჯერა “პარტიების და პარტიუკების”.

კითხვაზე, ხედავს თუ არა კოალიციური მთავრობის აუცილებლობას, სააკაშვილი ასე პასუხობს:,,მე ვხედავ კოალიციას საზოგადოებას, მე საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას, მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიების და პარტიუკების. საერთოდ არ მჯერა, ზოგადად, პოლიტიკანობის და პოლიტიკოსობის ვიწრო გაგებით. მე მჯერა სახელმწიფოებრივი აზროვნების, მე მჯერა ინოვაციების, მე მჯერა ფართო ხედვის და პატრიოტიზმის, მე მჯერა ფართო საზოგადოებრივი ძალების გაერთიანების”,– ამბობს სააკაშვილი ტვ პირველთან ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, ან ნაციონალური მოძრაობა მოიპოვებს უმრავლესობას, ან საქართველო დაიღუპება.

“ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპება, ეს ერთი. მეორე, მერე, რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველო არ დაიღუპება, ჩვენ გავიმარჯვებთ, იქნება ფართო საზოგადოებრივი ინტერესებით წარმოდგენილი მთავრობა. იქ იქნება შეიძლება რაღაც პარტიებიც, მაგრამ ფართო საზოგადოება. საზოგადოება ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ცალკეული ადამიანების პარტიული გაერთიანებები. საერთოდ ბოლომდე არ მჯერა მე პარტიული სტრუქტურების”,– ამბობს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა “სპეციფიური მოვლენაა”, ეს არის თანამოაზრეთა ჯგუფი.

თეა წულუკიანი ეგზიტპოლის შედეგებს კარიკატურით ეხმაურება

ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერი თეა...

დათვლილია 24 უბნის მონაცემი, ყველაში ვიგებთ – კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის რეგიონებში 24 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემია დათვლილი. “24 უბნის...

საკუთარი ტელევიზიებით გამოცხადებულ ეგზიტპოლებზე ზეიმი არასერიოზულია – გიგი უგულავა

"საკუთარი ტელევიზიებით გამოცხადებულ ეგზიტპოლებზე ზეიმი არასერიოზულია "- განაცხადა, ევროპული საქართველოს წევრმა  და ზუგდიდში მაჟორიტარი...

ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათზე 56,11%-ია, 2016 წელს 51,63% იყო – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 56,11%-ია, რაც რაოდენობრივად 1 970 540 ამომრჩეველია....

მე არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა – სააკაშვილი

" მე არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და ჩამოვაყალიბოთ...

“აი, რა მაგარი ხალხი ვართ”- ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა. მან...

ნიკა მელია კობახიძესთან დარეკვას და პირობის შეხსენებას აპირებს

“ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ...

ფიზიკურად სად ვიქნები, გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში, არ მეშინია მათი ციხის – სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს თუ სად იქნება ფიზიკურად. "მე...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო