ამ კონფლიქტის გასაღები არის რუსეთში და თურქეთში – ხუხაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

ექსპერტი გია ხუხაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაცია რუსეთის მიერ არის წაქეზებული. მისი თქმით,საქართველოს გაუჭირდება ამ თემის მედიაცია, რადგან აღნიშნული საკითხი ისეთი მსხვილი მოთამაშეების საქმეა, როგორიც რუსეთი და თურქეთია.

„თავისთავად ეს განცხადება მისასალმებელია. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს გაუჭირდება ამ თემის მედიაცია, რადგან უფრო მსხვილი მოთამაშეების საქმეა. ვფიქრობ, ამ კონფლიქტის გასაღები არის რუსეთში და თურქეთში. ჩვენ შეგვიძლია მოედანი შევთავაზოთ, მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებ საკითხს, რომ რამენაირად კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ. ტექნიკურად შეგვიძლია ეს ფუნქცია ვიკისროთ, მაგრამ საკითხი უფრო დიდი მოთამაშეების საქმეა“, – აცხადებს ხუხაშვილი.

„ასეთი კონფლიქტების მოგვარება დიდი მოთამაშეების მიერ ხდება. სამწუხაროდ, ამიერკავკასიის მოედანზე ჯერჯერობით ამ კონფლიქტთან დაკავშირებით აქტიური მოთამაშე რუსეთია, რომლის პროტექტორატის ქვეშ სომხეთი წლების განმავლობაში იყო და მეორე მხრივ – თურქეთი, რომლის ტანდემი აზერბაიჯანთან საყოველთაოდ ცნობილია. ევროკავშირს და აშშ-ს შეუძლია, შეშფოთდეს, (შეშფოთება ბევრი იქნება) მაგრამ რეალურად, კონფლიქტის შეჩერება მხოლოდ მათ შეუძლიათ. იმედი მაქვს, ომს ავცდებით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის შედეგები სასარგებლო არ იქნება. რაღაც მომენტში კონფლიქტი შეჩერდება და ალბათ, სამშვიდობო მისიას უნდა ველოდოთ – ან ექსკლუზიურად რუსულს ან რუსულ-თურქულს. მე შეჩერების სხვა მექანიზმს ვერ ვხედავ. გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები დასხდებიან და ერთმანეთთან გარედან იძულების გარეშე საუბარს დაიწყებენ. ასეთი ზემოქმედება შეუძლია რუსეთს მოახდინოს სომხეთზე და თურქეთს-აზერბაიჯანზე. სხვა გასაღები არ არსებობს“,- აცხადებს ხუხაშვილი.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაცია რუსეთის მიერ არის წაქეზებული.

„ვფიქრობ, ვითარების ესკალაცია რუსეთის მიერ არის წაქეზებული და ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ სომხეთმა ფაშინიანის მოსვლის შემდეგ, დაიწყო პროდასავლური საუბრები, დემოკრატიაზე მსჯელობა, რაც რუსეთს ძალიან არ მოეწონა. ვფიქრობ, რუსეთმა ამ კონფლიქტის პროვოცირებით გადაწყვიტა აჩვენოს ვერსია, რა შეიძლება დაემართოს სომხეთს იმ შემთხვევაში, თუ ისინი რუსეთის მფარველობაზე უარს იტყვიან. შესაბამისად, რუსეთის გეგმა ძალიან მარტივია – ერთი მხრივ, აზერბაიჯანის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდება, ის გარკვეულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, სომხეთს მოუწევს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება და ეს ყველაფერი განხორციელდება შესაბამისი სამშვიდობო მისიის ორგანიზებით ახალ გამყოფ ხაზზე. სად გაივლის ეს ხაზი, არ ვიცი“,- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო? – ინაშვილი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"თავისუფლების მოედნიდან რუსულად იმღერეს, ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო?"- ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” პარლამენტის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პარლამენტის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს...

კასრებში ვის ჰქონდა იარაღი შენახული? – არჩილ თაკალვაძე „ნაცმოძრაობაზე“

"რა საბურავებზე და რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? კასრებში ვის ჰქონდა იარაღი შენახული?" - ასე...

ზუგდიდში მეორე ტურში მე მომიწევს ირაკლი ჩიქოვანის დამარცხება – უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, მაღალი ალბათობით ზუგდიდში მეორე ტურში თვითონ...

ტელეკომპანია “იმედს”, ევროპული საქართველოს რეკლამის არგანთავსების გამო, სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს

კომუნიკაციების კომისიამ "ევროპული საქართველოს"  საჩივარი ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ტელეკომპანია...

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – ვიდეო

თურქეთში, იზმირის პროვინციაში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების მართვის...

იმედგაცრუებულები ვართ, რომ მოსამართლეთა კონფერენცია არჩევნების ჩრდილქვეშ გაიმართა – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია, რომ მოსამართლეების კონფერენცია დღეს, არჩევნებამდე 1 დღით ადრე, არჩევნების ჩრდილქვეშ გაიმართა. "აშშ-ის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო