აპრილში სინოფარმის ვაქცინის 100000 მდე დოზა შემოვა – გამყრელიძე

”აპრილში ჩინური კომპანია სინოფარმის ვაქცინის 100000 მდე დოზა შემოვა ”- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია სინოფარმის ვაქცინის 100 000 მდე დოზა შემოვა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

“კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია სინოფარმთან, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში სინოფარმის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.

მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ფაიზერთან, ნოვოვაქსთან, ჯონსონ ენდ ჯონსონთან, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან და ბევრ მწარმოებელთან, რათა საქართველოში თანდათან შემოვიტანოთ ვაქცინების მეტი რაოდენობა. გვინდა, რომ ივლისიდან ფართოდ გაიშალოს ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია”, – აცხადებს გამყრელიძე.

პოლიციელმა ბორკილები ჩაარტყა – აქტივისტი, რომელიც შსს-თან აქციაზე დააკავეს, ნაცემია

აქტივისტი, რომელიც დღეს, შინგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, ნაცემია, მას პოლიციელმა დაკავებისას, მანქანაში,...

წულუკიანმა კომენდანტის საათის დროს ოზურგეთში თანაპარტიელებთან ერთად ივახშმა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ე.წ. კომენდანტის საათის დროს ოზურგეთში თანაპარტიელებთან ერთად ივახშმა. ის დღეს,...

კაცი თუ რამე ავს გააკეთებს, ცხადია, ქალის დიდი ბრალეულობაა – ზურაბ ცინცქილაძე

"კაცი თუ რამე ავს გააკეთებს, ცხადია, ქალის დიდი ბრალეულობაა "- ასე ეხმაურება, მსახიობი ზურაბ...

იყო ჩემი ცემის ფაქტი – ირმა შარიქაძე ძალადობის შესახებ პირველად ალაპარაკდა

"იყო ჩემი ცემის ფაქტი"- ნინუცა მაყაშვილის შემდეგ, დიზაინერი და ფოტოგრაფი, ირმა შარიქაძე, პირველად ტელეკომპანია...

ღარიბაშვილი: ავღანეთს ქართველი ქვედანაყოფები სექტემბრამდე დატოვებენ

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა ავღანეთში 860 ქართველი სამხედრო მსახურობს, რომლებიც მისიას...

უკრაინაში ავარიას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მათ ზუგდიდში, სავარაუდოდ, ზეგ...

იონათამიშვილი გახარიას გუნდზე: მორალურად სწორი იქნება, მანდატებიც დატოვონ

ქართული ოცნების წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მორალური იქნება, თუ გახარიას გუნდის წევრები მმართველი...

ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან – ცერცვაძე

ჩვენ ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან, მესამე ტალღის საწყის ფაზაზე , - ამის შესახებ თბილისის...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო