არასაპარლამენტო პარტიები, მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასაპარლამენტო პარტიები, მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციამ თბილისის მერობის  ერთიან კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი წარადგინეს.

“არასაპარლამენტო პარტიების ერთობლივი განცხადება თბილისის მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით

სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ოპოზიციის არაკოორდინირებული და გაუმჭვირვალე ქმედებების შედეგად ივანიშვილის რეჟიმმა მოიპოვა გარკვეული ტაქტიკური უპირატესობა: ერთის მხრივ ოპოზიციამ შეწყვიტა პარლამენტის ბოიკოტი, ხოლო მეორეს მხრივ ფაქტია, რომ შარლ-მიშელის დოკუმენტი დარჩა ფარატინა ქაღალდად, რაიმე კონკრეტული ცვლილებების გარეშე.
ამ ვითარებაში ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანაში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს არის – ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლების გადანაწილება – პირველ რიგში თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხება.

უკვე დაიწყო დისკუსია, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება ხელისუფლებას მოუგოს თბილისის მერის არჩევნები: უმრავლესობა თანხმდება იდეაზე, რომ ეს არ შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. ვფიქრობთ კონკრეტული კანდიდატის შერჩევა აღარ უნდა მოხდეს ფარულად, პოლიტიკური პარტიების ვიწრო წრეში (როგორც მაგალითად გადაწყდა შარლ-მიშელის დოკუმენტზე ხელისმოწერა).

სწორედ ამიტომ მთელს ოპოზიციურ სპექტრს და ფართო საზოგადოებას ვთავაზობთ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად წარვადგინოთ ზაზა ხატიაშვილის კანდიდატურა. ზაზა ხატიაშვილი მაქსიმალურად მისაღებია ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტისთვის, არ არის დაკავშირებული რომელიმე პარტიულ სტრუქტურასთან, აქვს შეუბღალავი რეპუტაცია, როგორც კეთილსინდისიერ, კვალიფიციურ და მებრძოლ ადამიანს, რაც მთავარია აქვს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არჩევნებში გამარჯვების გამოცდილება 2013 წელს, როდესაც მის წინააღმდეგ მმართველი გუნდი და უშიშროება ლობირებდნენ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებში.

მოვუწოდებთ ფართო საზოგადოებას და ოპოზიციურ სპექტრს მოვაწყოთ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატების გამჭვირვალე განხილვა. განვიხილოთ როგორც ზაზა ხატიაშვილის, ასევე ყველა ის კანდიდატურა, რომელიც ასევე შესაძლებელია გახდეს ოპოზიციური ელექტორატის
გამაერთიანებელი და საბოლოოდ შევთანხმდეთ საუკეთესო მათგანზე.

1. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – გოჩა ჯოჯუა
2. ქართული არჩევანი – ბეჟან გუნავა
3. მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – მამუკა ტუსკაძე
4. თავისუფალი საქართველო – კახა კუკავა”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს პრესმდივანი მამა...

მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივდება

მთავრობას კოვიდშეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება. ამის შესახებ, პარლამენტში, უკვე...

სასამართლო არ გვაქვს – ყოფილი პროკურორი

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს არ გვაქვს"-ამის შესახებ, ყოფილი პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ...

წამოძახებით, “მაშინ რატომ ვერ გააკეთე”, კომპლექსს ვერ გამიჩენენ – გახარია

"წამოძახებით, "მაშინ რატომ ვერ გააკეთე", კომპლექსს ვერ გამიჩენენ"-  ამის შესახებ, ყოფილმა პერმიერმა, გიორგი გახარიამ...

ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ – სტოლტენბერგი

"ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ" - NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა...

ზურა ჯაფარიძე იმნაძის, გამყრელიძის და ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში, სრული ლოქდაუნითა და შეზღუდვებით...

23-ში დაბადების დღეა, იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით – ზაზა გახელაძის დედა

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან...

გულისმომკვლელია თუ როგორ იყენებს რუსეთი ადამიანის სიცოცხლეს – დეგნანი გახელაძეებს შეხვდა

"გასაბრაზებელი და გულისმომკვლელია თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი და როგორ იყენებს ადამიანის სიცოცხლეს ასე."-...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს – მეცნიერების ახალი დასკვნა

ადამიანებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს კორონავირუსის მიმართ მდგრადი იმუნიტეტი უყალიბდებათ, რომელმაც შეიძლება პაციენტი განმეორებითი დაინფიცირებისგან ათწლეულების მანძილზე დაიცვას. თანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება შედარებით...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...