არჩევნებამდე ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა, ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! – ბურჯანაძე დავით-გარეჯზე

” არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ, ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! – უსინდისოდ დადგმული სცენარია”- ეს განცხადება  „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დავით გარეჯის საკითხზე გააკეთა

„ბიძინა ივანიშვილის გუნდი 8 წელია ხელისუფლებაშია და გინდათ მითხრათ, რომ არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! მართლა დებილები გგონივართ? ხელისუფლებას მივმართავ, თქვენ რა გგონიათ, ხალხი ვერ აზროვნებს და ვერ ხვდება, რომ ეს უსინდისოდ დადგმული სცენარია?! თუ დასაჭერი იყო ამდენი ხანი სად იყავით, თუ მიწები აჩუქა გინდ აზერბაიჯანს, გინდ სომხეთს და რუსეთს, რა პიჯაკებზე აღძარით საქმე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. სააკაშვილის დაცვის არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თავზე უნდა დაგვამხონ ყველაფერი და იფიქრონ, თითქოს ვერაფერს ვხვდებით. ის ხელისუფლება ნამდვილად არ არის ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი, რომელიც ფიქრობს, რომ ასე მასხრად შეიძლება ხალხი აიგდო და ათამაშო“,-აცხადებს ბურჯანაძე.

„ეს არის მატყუარა ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის იხსენებდა ჟვანიას გარდაცვალების საკითხს არჩევნების წინ, 26 მაისი ახსენდებოდათ არჩევნების წინ, ასევე ახალგაზრდების ტრაგიკული გარდაცვალებები იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არავითარი მორალი არ აქვს. ამ ხელისუფლების მთავარი მორალი არის ფული და ძალაუფლება. მათთვის მთავარია, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება“,-აცხადებს ბურჯანაძე.

სენაკის სამხედრო ბაზაზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ წუთებში სენაკის სამხედრო ბაზაზე გამოძიება მიმდინარეობს და ადგილზე შინაგან...

მგონია, რომ ხელისუფლებამ დაგეგმა – გუბაზ სანიკიძე ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაზე

"მგონია, რომ ხელისუფლებამ დაგეგმა" -გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმა ხელისუფლების მიერ არის...

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანე კალიჯიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია...

გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიცია Deepfake-ის გამოყენებით მასალებს ამზადებს – კობახიძე

"გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიცია Deepfake-ის გამოყენებით მასალებს ამზადებს"-ამის შესახებ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა,...

საგარეჯოში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

აგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს სიახლოვეს ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა. გავრცელებული ცნობით, ის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის...

ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ქუთისის ტორპედოს ორ ფეხბურთელსა და ორ პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბში...

შესაძლოა ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო...

წაღებულია ტკბილეული, სიგარეტი, ჩარიცხვის აპარატი – ლაგოდეხში ორი მაღაზია გაქურდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს.წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო