არჩევნებზე ხმის მიცემისას მოქალაქეებს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებენ – ცესკოს თავმჯდომარე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ყველა ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად შესაძლოა, ინდივიდუალური კალამი შესთავაზონ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „პალიტრანისუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.

„ამომრჩეველთა დაცულობის თვალსაზრისით ბევრ სხვადასხვა რამეზე ვფიქრობთ.სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც ხელის დამუშავებას ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოს და USAID-ის დახმარებით ყველა უბანზე გვექნება ხელმისაწვდომი. ამავდროულად ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცესკომ წინსწრებით მიიღო და ვფიქრობთ, ესეც მოწონებული იქნება, ინდივიდუალურ კალმებს ეხება.ვგეგმავთ, ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალური, არავის მოხმარებული რომ არ არის, ასეთი კალმები შევთავაზოთ. კალმები იქნება ერთგვაროვანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადად გამოყენებისთვის. სახლიდან თუ ვინმე წამოიღებს თავის კალამს მას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება ის გამოიყენოს. მაგრამ ჩვენც ვგეგმავთ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამასთან, თამარ ჟვანიამ განმარტა, რომ მარკირების სითხეზე სანიტაიზერები გავლენას ვერ ახდენს.

„მარკირების სითხის შემადგენლობა მიწოდებული გვაქვს ჩართული მხარეებისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის. მათ გააკეთეს ამაზე განცხადება, რომ არ არის პრობლემა. თუმცა, ახალი მარკირების სითხე, რომელიც ამ არჩევნებზე იქნება გამოყენებული, შეკვეთილია და უცხოეთიდან ჩამოვა. ჩვენს ხელთ არსებული მარკირების სითხე ადრეც ყოფილა გადამოწმებული და არათუ სპირტით, მძიმე ქიმიური საშუალებებითაც კი შეუძლებელია მისი მოშორება. მე პირადად მაქვს დასხმული, შემოწმებული, ჩემს თანამშრომლებსაც და ამ კუთხით, პრაქტიკულად შეუძლებელია მარკირების სითხეს პრობლემა შეექმნას“, – განაცხადა ჟვანიამ.

დიანა ღურწკაიამ და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკას უმღერეს

რუსმა და ბელარუსმა მომღერლებმა ბელარუსის პრეზიდენტ  ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდასაჭერად მუსიკალური კლიპი ჩაწერეს. ლუკაშენკოს წინააღმდეგ...

ვანო მერაბიშვილი ენმ-შია, აქტიურ კამპანიას ეწევა – კაპანაძე ნიკა მელიას განცხადებაზე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე ეხმიანება ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც...

პირი რომელმაც ადვოკატს სატელიტის კადრები მიაწოდა “სპუტნიკ საქართველოს” წარმომადგენელია

პირი რომელმაც ადვოკატს სატელიტის კადრები მიაწოდა "სპუტნიკ საქართველოს" წარმომადგენელია - გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის,...

სიღარიბის და შიმშილის გამო დღეს ქვეყანაში არც ერთი ბავშვი არ იღუპება – ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში შიმშილით არავინ იღუპება, თუმცა 55%...

ჩვენ შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე – ბოკერია ყაველაშვილს

ევროპული საქართველოს წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს, რის შემდეგაც, უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა მათი...

შვედეთი არ არის წარმატებული მაგალითი, იქ სიკვდილიანობა 120-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ კორონავირუსის გამო შეზღუდვების არდაწესების მაგალითად შვედეთი მოჰყავთ ხოლმე,...

გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"  თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. საავადმყოფოს კონსოლიუმმა გადაწყვიტა, რომ...

პარლამენტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირის ყველა კონტაქტი მოძიებულია,...

სხვა სიახლეები

“ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო