არცერთი პარტია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ხელისუფლებამ რეკორდი მოხსნა – უსუფაშვილი

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა მსოფლიო რეკორდი მოხსნა იმით, რომ არჩევნების შედეგებს მასში მონაწილე არცერთი სუბიექტი არ აღიარებს.

“ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მართლა რეკორდი მოხსნა და არა მგონია მხოლოდ ქართული, ან კავკასიური, ან პოსტსაბჭოური, შესაძლოა მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 50-ზე მეტი სუბიექტიდან არავინ არ აღიარებს იმ შედეგებს ცესკო დებს. 1%-იანი ბარიერის შემოღება ხელისუფლებას უნდოდა, რომ ფრაგმენტაცია  გამოეწვია, რაც ამ არჩევნებში ვიხილეთ, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ოპოზიციაში რაღაც შემოეტანა. ამ პირობებშიც კი 1 პოლიტიკური პარტია ვერ მოიძებნა…”,- ამბობს უსუფაშვილი ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ცესკოს ახალი ადმინისტრაციით ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამის შესახებ გუშინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირველი მოლაპარაკებები შედგა.

შენი საქმე განახლდა 14 დეკემბრიდანო- სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეც ჩანიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე განაახლა. ამის შესახებ, ოქრუაშვილი...

იმნაძის განცხადებით, 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების...

UNICEF – საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს

საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს...

ქუთაისის მერია “მზეჭაბუკის” ძეგლის მოსაწყობად 98 ათასი ლარის ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერია 9 აპრილის ქუჩაძე "მზეჭაბუკის" ძეგლის მოსაწყობად ტენდერს აცხადებს, რომლის ოდენობა 98 699 ლარია....

პირველი განცხადება, რაც გაკეთდა, იმ აზრზეა მთელი ოპოზიცია – ხაზარაძე პარლამენტში შესვლაზე

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გაჟღერებული მოსაზრებები ,,ვარიანტები და ვარაუდებია", თუმცა ოპოზიცია პირველი...

მძიმე ვითარებაა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით-ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით „საკმაოდ მძიმე ვითარებაა". პარტია...

თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე, #15-ში, ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო...

ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა მყავს, ეს რომ არა, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, მას ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა ჰყავს, რომელიც ეპარქიაში...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს“–ნანა გეგეჭკორი

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც  The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს პრეპარატ “რემდესივირის“ შესახებ წერს და ამბობს, რომ ამ პრეპარატის გამოყენება კორონავირუსით...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო