არ ვაპირებთ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას – 4 ოპოზიციური პარტიის განცხადება

ოთხი ოპოზიციური პარტია: გირჩი, ევროპული საქართველო, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ არ აპირებენ “გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას”.

მათი განცხადებით, მოთხოვნები უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

“ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას.

ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.

მოვითხოვთ შსს-სგან, არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად.

მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს.

ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია. ოპოზიციის საერთო შეთანხმებით პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი”. – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს  გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ, რასაც მისივე თანაგუნდელების და სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოჰყვა.

ამის შემდეგ მან განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მოქალაქეებმა პროტესტი უნდა გააგრძელონ, ოპოზიცია კი, თუ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, პარლამენტში არ უნდა შევიდეს.

ჯანმო Covid–ის ვაქცინით აცრილებისთვის სამოგზაუროდ სპეციალური დოკუმენტის დამზადებაზე მუშაობს

კოვიდ19-ის პანდემიის წინააღმდეგ ვაქცინაცია მსოფლიოში ეტაპობრივად იწყება. პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეძებს გზებს, რომ...

სავადმყოფომდე მიმიყვანეთ ხალხი არ ხართ? – სასწრაფო დახმარების დაგვიანების გამო მოქალაქეს სუნთქვის უკმარისობა აქვს

სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ კოვიდინფიცირებული, მოქალაქე სალომე კვარაცხელია საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს რადგან მას სუნთქვა უჭირს,...

შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე – ვახტანგ მეგრელიშვილი

"შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე "-  "გირჩის" ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში...

ილიჩოვას ​ღარიბაშვილისგან სიგელი და ​გახარიასგან სამკერდე ნიშანი აქვს მიღებული – მშვენიერაძე

ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აქვეყნებს ორ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, მისი კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა...

პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის – ძიძიგური

პარლამენტი და მისი ყველა წევრი, უმრავლესობას ვგულისხმობ, არის ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე, - ამის...

დიახ კმაყოფილი ვარ – თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრზე

დიახ, კმაყოფილი ვარ, - ასე პასუხობს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ...

ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთობლივ გამოსავალს მივაღწიოთ – კარლ ჰარცელი

"ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთობლივ გამოსავალს მივაღწიოთ"- ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ოპოზიციასთან შეხვედრის...

“მოწევას თავი დაანებეთო” – რა მოთხოვნები წაუყენა ჯაფარიძემ თანაგუნდელებს

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი იმ 4 პირობას ასახელებს, რომელიც ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს წაუყენა. მისი...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო