აშშ–ს კონგრესმა საქართველოსთვის ფინანსურ დახმარება დაამტკიცა, თუმცა პარალელურად დემოკრატიის მდგომარეობაზე ანგარიშს ითხოვს

აშშ-ის ასიგნებების კომიტეტმა კანონი მიიღო, სადაც საქართველოსთვის შეერთებული შტატების დახმარებაზეა საუბარი. კანონში, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა და რომელსაც ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 დეკემბერს მოაწერა, ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესის ასიგნებათა კომიტეტს ანგარიში უნდა წარუდგინოს საქართველოში “კანონის უზენაესობის და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების” თაობაზე.

კანონის განმარტებით განცხადებაში დეტალურად არის საუბარი იმაზე, თუ რას უნდა მოიცავდეს სახელმწიფო მდივნის ანგარიში.

„საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა და ეს შეთანხმება [სენატსა და წარმომადგენელთა პალატას შორის] აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას დემოკრატიის გაძლიერების, მმართველობის და კანონის უზენაესობის კუთხით. (a)1 ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისად, არაუგვიანეს 90 დღის ამ აქტის ამოქმედებიდან, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტს ანგარიში უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დეტალური ქმედებების შესახებ 2020 წლის 1 იანვრიდან (1) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მათ შორის, უკანასკნელი არჩევნებით, (2) კორუფციასთან ბრძოლის და (3) კერძო სექტორში კანონის უზენაესობის და უცხოურ საინვესტიციო კლიმატის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ “, – ნათქვამია კანონის განმარტებაში.

კანონის თავდაპირველი ვარიანტი, სახელმწიფო მდივნის ანგარიშს, საქართველოსთვის გაწეული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფას უკავშირებდა.

კანონით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის 132,025,000 დოლარია გათვალისწინებული.

დოკუმენტი ასევე საუბრობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე. აქტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კრძალავს დახმარების გამოყოფას იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს ან მათთან დიპლომატიური კავშირები აქვს.

წყარო: ამერიკის ხმა

დედას ნელ-ნელა დაავიწყდა ჩვენი სახელები, მიილია – გაბუნიას მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ დედაზე, ჯულიეტა ვაშაყმაძეზე ისაუბრა. მან მონოლოგში დედამისისის ავადმყოფობისა...

ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოვში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი...

არ მეშინია, ვიცი, რომ მართალი ვარ, წავალ სახლში – ალექსეი ნავალნი

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არაფრის ეშინია,...

ნავალნი მოსკოვშია – თვითმფრინავი შერემეტოვის აეროპორტში დაჯდა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთშია. მოსკოვში, ვნუკოვის საერთაშორისო აეროპორტი ჩამომსვლელი ფრენებისთვის დახურეს. თვითმფრინავი, რომელშიც...

“სახლში მივფრინავთ” – ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ის მეუღლესთან ერთად ბერლინიდან უკვე გაფრინდა და...

საიას ახალი თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის...

გირჩი – მეტი თავისუფლება: დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა, აღდგეს სატრანსპორტი მიმოსვლა

"გვაცადეთ მუშაობა!" – ამ მოწოდებით "გირჩი – მეტი თავისუფლება" განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცადებით, გირჩი პანდემიის...

შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა – მაშველები ეკიპაჟის წევრების გადარჩენას ცდილობენ

შავ ზღვაში, თურქეთის პროვინაცია ბართინის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. მაშველები გემის ეკიპაჟის 15...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო