აჭარაში ნამყოფი 808 მასწავლებელი გაიტესტა და კორონავირუსი ექვსს დაუდასტურდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ნამყოფი და აღრიცხული 2200 პედაგოგიდან, პარასკევს, შაბათსა და კვირას 808 მასწავლებლის გამოკვლევა მოხერხდა, რომელთაგანაც 6-ს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

მისივე თქმით, ეს მასწავლებლები იზოლირებულნი არიან და საავადმყოფოში იმყოფებიან. როგორც ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება.

“ჩვენ ცაგერის მუნიციპალიტეტში გვქონდა 12 შემთხვევა, რომელიც თბილისში გამართულ დიდი საქორწილო ღონისძიებასთან იყო დაკავშირებული. 6 სოფლის გამოკვლევა ჩატარდა, სულ 1107 ნიმუში გამოვიკვლიეთ და არცერთი დადებითი შემთხვევა არ გვაქვს. კახეთში, სოფელ მატანში 11 შემთხვევაა, რომელიც ასევე ღონისძიებას უკავშირდება, გორში გამართულს. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სხვა რეგიონებში. მშვიდად გამოიყურება სამცხე -ჯავახეთი, საკმაოდ კარგად იმართება სიტუაცია სამეგრელოში, იმერეთში, სადაც ერთი დიდი კლასტერი გვაქვს, 32-ე სკოლა. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. დღიური შემთხვევების ზრდა იყო პროგნოზირებადი, როგორც კი მობილობა გაიზრდებოდა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ პირბადის გაკეთებისკენ! ჩვენ კვლავ ვრჩებით მწვანე, უსაფრთხო ზონაში. საერთშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება უსაფრთხო ქვეყნად და უნდა შევეცადოთ ეს უსაფრთხოება შევინარჩუნოთ, ამისთვის საჭიროა რეკომენდაციების დაცვა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არ ვართ ის ხალხი, ვინც სკამებზე შევხტებით და ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ – ვოლსკი

ქართული ოცნების დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებას არაცერთი პროგრამა არ...

წვიმა, სეტყვა, ელჭექი – როგორი ამინდი იქნება 19 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე...

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები დავით ფურცხვანიძის სახლის ჩხრეკენ

დავით ფურცხვანიძის საცხოვრებელ სახლსა და ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სწორედ ფურცხვანიძემ მიაწოდა ბაჩალიაშვილის ოჯახის...

დიანა ღურწკაიამ და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკას უმღერეს

რუსმა და ბელარუსმა მომღერლებმა ბელარუსის პრეზიდენტ  ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდასაჭერად მუსიკალური კლიპი ჩაწერეს. ლუკაშენკოს წინააღმდეგ...

ვანო მერაბიშვილი ენმ-შია, აქტიურ კამპანიას ეწევა – კაპანაძე ნიკა მელიას განცხადებაზე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე ეხმიანება ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც...

პირი რომელმაც ადვოკატს სატელიტის კადრები მიაწოდა “სპუტნიკ საქართველოს” წარმომადგენელია

პირი რომელმაც ადვოკატს სატელიტის კადრები მიაწოდა "სპუტნიკ საქართველოს" წარმომადგენელია - გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის,...

სიღარიბის და შიმშილის გამო დღეს ქვეყანაში არც ერთი ბავშვი არ იღუპება – ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში შიმშილით არავინ იღუპება, თუმცა 55%...

ჩვენ შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე – ბოკერია ყაველაშვილს

ევროპული საქართველოს წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს, რის შემდეგაც, უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა მათი...

სხვა სიახლეები

“ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო