ახალი ჩვენებები და შეუსაბამობები “კარტოგრაფების საქმეში“. დავით ხიდაშელი ჩვენებაში ივანიშვილს არ ახსენებს

ცნობილი ხდება კარტორაფების საქმეში ახალი ჩვენებების შესახებ, რომლებიც საქმეში არსებულ შეუსაბამობებს აჩვენებს.

ერთერთი მთავარი საქმეში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენებისა და მისი სატელევიზიო ინტერვიუს ცდომილებაა. ჩვენებაში დავით ხიდაშელი წერდა, რომ რუკების მოძიება მისმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ სთხოვა.

ინტერვიუში კი, ხიდაშელი ყვება, რომ მას დაუკავშირდნენ ტელეფონით და სთხოვეს დახმარება რუკების მოძიებაში,  დეტალებისთვის კი ირაკლი ღარიბაშვილს უნდა დაკავშირებოდა ხიდაშელი. ამის შემდგომ ის დაუკავშირდა მეგობარ მაისურაძეს და სთხოვა გაერკვია მეტი, რათა მოეძიებინათ რუკები.

მთავრობის წევრებს კითხვის ნიშნები მაინც არ აქვთ. მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დღეს მედიასთან ამტკიცებდა, რომ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა საქართველოს პრეტენზიებს გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე ამყარებს.

მთავარი, რაც საქმის მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, ამ საქმეში ირაკლი ღარიბაშვილის როლია .

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, მალხაზ მიქელაძე ჩვენებაში პირდაპირ ამბობს, რომ სადაო რუკებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრი საქმის კურსში იყო.  მიხეილ ჯანელიძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მიქელაძის ჩვენებაში ჩანს, რომ სადაო რუკების გამოყენებას ნოდარ ხორბალაძე ემხრობოდა, რომელიც თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსია. ხორბალაძის ჩვენებიდან კი ირკვევა, რომ მას ივერი მელაშვილისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა და მასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს იკამათა.

ხორბალაძის და მიქელაძის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ რუკები არ ყოფილა გასაიდუმლოებული, როგორც ამას დღეს პროკურატურა ამტკიცებს.

გარდა ამისა, ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ  რომ 37-38 წლის  რუკების დედანი ნატალია ილიჩოვას სამუშაო ოთახიდან აიღეს. როგორც ირკვევა, ილიჩოვას ეს რუკები 2019 წლის მაისიდან აღარ აქვს, რადგან კომისიის დატოვების შემდეგ მასალები მის შემცვლელს ირმა გაბუნიას გადასცა. ამას გაბუნია თავის ჩვენებაშიც ადასტურებს.

კარტოგრაფების საქმეზე​ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთი ღონისძების შეცვლის თაობაზე ხვალ გახდება ცნობილი.

ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა უმკაცრესად იქნება დასჯილი – გახარია

პრემიერი გიორგი გახარიას თქმით, არჩევნების დღემ დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩაიაროს. "ხვალ ჩვენი ქვეყნაში შემდგომი დემოკრატიული...

არჩევნებში მონაწილეობას კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. უწყების ცნობით, გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის...

ჩვენ არ გვჭირდება გამარჯვება წკიპზე, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ნაღდი – კახიშვილი

ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახი კახიშვილის აზრით, ოცნების ხელისუფლება ადამიანების ღირსებას არ შეხებია. "თქვენ...

გირჩი “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავს – ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტია „ქართულ ოცნებასთან"...

“არ შევუქმნით კოალიციას ივანიშვილს” – ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიან. დეკლარაცია, რომელზეც 10-მა...

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა სექტემბრის თვეში 0.7%-ით შემცირდა. მიმდინარე წელს მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი 5%-ს...

შსს-მ დააკავა ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მიკროავტობუსს დაეჯახა

პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1958 წელს...

ვუსამძიმრებ გორთან დაღუპულების ოჯახებს, დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, დასაკარგი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო