ახია ჩვენზე, მეტის ღირსი ვართ, ასეთი გაცვეთილი მედროვეებისთვის რომ გვემეტება ადგილი სიაში-მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება აჭარის უზენაესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილის გამოსვლას, რომელსაც ორი დღის წინ ერთ–ერთმა აქტივისტმა ნაგვის ურნის შიგთავსი თავზე დააყარა. რესპუბლიკური პარტიის წევრი ჩავლეიშვილი არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის სიით გავიდა, თუმცა შემდეგ საერთო ოპოზიციურ ბოიკოტზე უარი თქვა და უზენაეს საბჭოში შევიდა.
“ახლა ვუსმინე ირაკლი ჩავლეიშვილს ტვ პირველზე. იდგა და დაფნის გვირგვინდადგმულივით ლაპარაკობდა უტიფრად, იდგა და შუბლის ძარღვგაწყვეტილი ლანძღავდა იმ პარტიას, რომლის მხარდამჭერთა ხმებითაც გახდა დეპუტატი.
ახია ჩვენზე, მეტის ღირსი ვართ, ასეთი გაცვეთილი მედროვეებისთვის რომ გვემეტება ადგილი სიაში და ჩვენი პატრიოტი მხარდამჭრების ხმებით რომ ვსვამთ თბილ სავარძლებში.
ასეთ სტაჟიან მედროვეებს ნაგავი ნამდვილად არ უნდა დააყარო, მიუღებელიც არის და არ შეიძლება, ისტორიის სანაგვეზე კი უნდა მოისროლო7
ეს შემთხვევა გაკვეთილად უნდა იქცეს ჩვენთვის და ასეც იქნება, ასეთი გადამფრენი ჩიტებისთვის ადგილი აღარ იქნება ჩვენს სიაში.“– წერს ნიკა მელია.

როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა – თამარ გაბუნია თარიღს ასახელებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინას საქართველო 22 მარტის კვირაში...

ვაქცინაციისთვის საშიში ისინი არიან, ვინც თავის თავს ექსპერტს უწოდებენ – იმნაძე

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვაქცინაცინაციისთვის ანტივაქსერებზე მეტად საშიში...

მესმის, რომ დასაჭერია, გეთანხმებით – გომელაური ბადრი ესებუაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე დასმულ კითხვას კიდევ ერთხელ პასუხობს და ამბობს,...

ამ ეტაპზე ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია – Wizz Air თურნავას განცხადებაზე

"ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია"-  უნგრული ავიაკომპანია, Wizz Air საქართველოდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით...

შეიძლება ხელშეკრულების კორექტირება მოხდეს – თურნავა ნამახვანჰესზე

"შეიძლება ხელშეკრულების კორექტირება მოხდეს "- ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ცოტახნისწინ, ცაგერის...

ზარქუას აზრით, წიწაკის სპრეის მეშვეობით მელიას დაკავება გომელაურის პროფესიონალიზმზე მიუთითებს

ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების "საპოლიცო ღონისძიებისთვის" შს მინისტრი, ვახტანგ...

რა უთხრა წულუკიანმა გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ

ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი ამბობს, რომ გახარიას გადადგომა ქართული ოცნებისთვის საზიანოა. მისი განცხადებით,...

“რეიტინგის კლების გამო” რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა

რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. დოკუმენტში, რომელიც "ტაბულამ" გაავრცელამ, პაატა სალიას წერს, რომ ამის...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო