ახლა, როცა მელია თავისუფალია, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს – დევიდ კრამერი

“ახლა, როცა მელია თავისუფალია, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს”  – ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე კომენტარს აკეთებს.ის მელიას გათავისუფლებას დადებითად აფასებს და ურჩევს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, პარლამენტში შევიდეს.

“კარგია, რომ ნიკა მელია პატიმრობაში აღარ არის. სამწუხარო ისაა, რომ ევროკავშირის ნება გახდა საჭირო მისი გირაოს გადასახდელად. მიუხედავად ამისა, ახლა, როდესაც ის თავისუფალია, ენმ-მა უნდა დაიკავოს ადგილები პარლამენტში, ხოლო “ქართული ოცნება” მზად უნდა იყოს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მისცეს საქმე კონკრეტულ კომიტეტებში და უზრუნველყოს მათი საჭირო რეპრეზენტაცია”, – ამბობს კრამერი.

პროფესორის თქმით, კრიზისი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, თუმცა იმისთვის, რომ ეს პრობლემა დაიძლიოს, საჭიროა, უთანხმოებების წარსულში დატოვება და მომავალზე ორიენტირება.

“დროა საქართველოში ეს კრიზისი, რომელიც თებერვალში, „ქართული ოცნების“ მესვეურებმა შექმნეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმითა და მელიას დაკავებით, წარსულში დარჩეს. ამ ქმედებამ პოლიტიკური ჩიხი, პოლიტიკურ კრიზისად აქცია. საქართველოს არ შეუძლია კიდევ ერთი დღე მაინც დაკარგოს კრიზისში, ის დემოკრატიულ გზაზე უნდა დაბრუნდეს”, – ამბობს კრამერი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ საპატიმრო10 მაისს დატოვა. მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ, პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მელიას გირაოს თანხა, 40,000 ლარი, ევროკავშირმა გადაიხადა. ევროკავშირივე იყო ჩართული მელიას გათავისუფლების საკითხისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის.

შეიზღუდოს რუსული არხები! – გიორგი ფხაკაძე

"ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე"– ამის...

საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება – ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი

''საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება ''- ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების...

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა” – პეტრე კოლხი სალომე ზურაბიშვილზე

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”  - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის...

პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით – ISFED

"პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით"- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და...

შაორის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა შაორის ტბაში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. რაჭაში ტრაგედია ცოტახნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

შეზღუდვები უნდა მოიხსნას – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას. მისი თქმით, მინიმალური ვადით...

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები- ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები - 7 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს. აღნიშნულ...

შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მო­დე­ლი და ტელეწამყვანი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ქალიშვილთან ერთად Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. ამის...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...