ბავშვთა უფლებების დაცვის მოტივით, ფორმულას “ჩემი ცოლის დაქალების“ დღის ეთერში გაშვების გამო უჩივლეს

ტელეკომპანია ფორმულას სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” დღის ეთერში გაშვების გამო კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივლეს. საჩივრის ავტორს, გიორგი ყიფიანს საფუძვლად მოჰყავს ახლადამოქმედებული “ბავშვის უფლებათა კოდექსი” და ამტკიცებს, რომ “ჩცდ-ს თითქმის ყველა სერია შეიცავს შეურაცმყოფელ ლექსიკასა და გინებას”.

ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ ამ კანონის სრულად ამოქმედებით მედიის ცენზურა დაიწყება და შესაძლოა, ჩცდ-ს შემდეგ სხვა კონტენტიც შეზღუდონ.

“ერთის მხრივ, ეს წარმოადგენს პრობლემას შინაარსის მიმართულებით, იმიტომ რომ ესაა მაუწყებლის კონტენტში ჩარევის მცდელობა, მეორეს მხრივ ამას გარკვეული ფინანსური ზეწოლაც მოყვება”, – ამბობს ზუკა გუმბარიძე.

საჩივარში, ფორმულას გარდა მოხსენიებულია ტელეკომპანია “მარაო” და GDS, რომლებიც, საჩივრის ავტორის თქმითვე, ასევე არღვევენ კანონს. იგი წერს, რომ “მარაოზე” დღის 10 საათზე აჩვენეს ფილმები, სადაც ძალადობისა და ნარკოტიკის მოხმარების სცენებია ასახული, ხოლო GDS-ზე 19 ნოემბერს აჩვენეს ფილმი “მამაცი გული”, “რომელსაც მინიჭებული აქვს 17 წლამდე კატეგორია”.

მომჩივანი მოითხოვს, შეწყდეს “არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი” ფილმების ჩვენება და ტელეარხები დაჯარიმდნენ. ფორმულას ინფორმაციით, მარეგულირებელ კომისიაში საჩივარს ხვალ, 31 დეკემბერს განიხილავენ.

ბავშვთა კოდექსით, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა, მაუწყებლებს ეკრძალებათ ბავშვებისთვის “საფრთხის შემცველი” მასალების გავრცელება. კანონით გაწერეს, რომ იკრძალება ისეთი პროგრამები, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ, სულიერ განვითარებას, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას. ჩანაწერი, რომელშიც ეს ფართო ცნებებია გამოყენებული, ეხება ნებისმიერ სატელევიზიო პროგრამას.

ცვლილების ამოქმედებამდე მედია ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან მედიის კონტროლის საფრთხეზე საუბრობდნენ. მაუწყებლებმა მაშინ პარლამენტსა და კომუნიკაციების კომისიას კანონის ნორმების ამოქმედებაზე მორატორიუმისკენაც მოუწოდეს.

არ შეიძლება, მომწონდეს, ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, მაგრამ კარგად მესმის მრისხანების – მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის...

ანტივაქსერები კოვიდის ვაქცინის წინააღმდეგ: რა არის მათი მთავარი არგუმენტები

ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები....

ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის – ზურაბ ჯაფარიძე

"მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის" - განაცხადა "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ "მთავარი არხის" ეთერში. "მე...

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება უზრუნველყოს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა...

იესოსაც აკრიტიკებდნენ, როცა ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს – მეუფე ნიკოლოზი კრიტიკას პასუხობს

"იესოსაც აკრიტიკებდნენ, როცა ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს "- ასე პასუხობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის...

პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესში– კომენდანტის საათის დროს პოლიციელები სექს-მუშაკებს ტრანსპორტით ემსახურებიან – ფორმულას გამოძიება

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართული. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიცია გოგოებს გამოძახებით...

ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში – ომბუდსმენი

"პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება...

ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები ისევე იცავს კორონავირუსისგან, როგორც სამედიცინო – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ აპირებს შეცვალოს ნიღბების ტარების წესი, ანუ ჩვეულებრივი ნაჭრისგან...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

ანტივაქსერები კოვიდის ვაქცინის წინააღმდეგ: რა არის მათი მთავარი არგუმენტები

ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები. ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო