“ბატონი თენგიზი პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს“–ტიკარაძე თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან წასვლაზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს და ამ ინფორმაციას უარყოფს. ტიკარაძე ამბობს, რომ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება და მუშაობას აგრძელებს. ჯანდაცვის მინისტრი თენგიზ ცერცვაძესა და მას შორის დაპირისპირებასაც უარყოფს:

“დღეს მე და ბატონ თენგიზს კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა გუშინ გვქონდა ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობს კლინიკურ ჯგუფს, რის შედეგადაც დაგეგმილია, რომ ბატონი თენგიზი მიემგზავრება ბათუმში, რადგან იქ არის მწვავე მდგომარეობა. რამდენადაც საღამოს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონი თენგიზი არ ტოვებს თავის თანამდებობას და შესაბამისად, აგრძელებს მის ღვაწლმოსილ მუშაობას. ვინაიდან საქართველოში არის საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში და ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, ის პაციენტებს, სახელმწიფოს და ასევე მის მინისტრს არ უღალატებს, დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

რაც შეეხება კითხვას, მიმართა თუ არა მას გადადგომის შესახებ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ, მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლება არ აქვს.

“მე ბატონი თენგიზი ვერ მომმართავს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ვინაიდან ბატონი თენგიზი არის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, როგორც სერვისების მიმწოდებელი და განმახორციელებელი. არანაირი უფლება არ მაქვს მე ის ან დავნიშნო, ან გავათავისუფლო თანამდებობიდან”, – თქვა ტიკარაძემ.

დღეს, 1 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა. ამასთან დაკავშირებით საღამოს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი ბერიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება.

კორონავირუსის გამო საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი კვლავ გადაიდო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ...

“ქართული ოცნების” კიდევ ერთ დეპუტატს, დიმიტრი მხეიძეს COVID-19 დაუდასტურდა

ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს "ქართული ოცნებიდან", დიმიტრი მხეიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ბიუროს ხელმძღვანელის, ვარლამ გობეჯიშვილის ინფორმაციით, მაჟორიტარი...

ენმ-ს სურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს ქვეყანაში – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია...

3 მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ საფლავში ბრუნავს – ხუხაშვილი ინფექციონისტებზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ინფექციონისტები ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე "პოლიტიკით...

მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი – კობახიძე მერაბიშვილზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა ვანო მერაბიშვილის აქტივობას ახალციხეში,...

ბევრნი ხართ, თავი შეიკავეთ პერსონალის ლანძღვისგან – იმუნიზაციის ცენტრი

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პაციენტებს მოუწოდებს, პერსონალის ლანძღვისგან თავი შეიკავონ...

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ 15 პაციენტს შორის, ერთი 40 წლის ქალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევიდან ერთი...

მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი თანაგუნდელი მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადასული, რადგან მას...

სხვა სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს“–ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით სამართლებრივად ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის "ყველანაირი საფუძველი" არსებობს. კობახიძემ ტელეიმედის ეთერში განაცხადა, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა ტომი შეკრა, რომელშიც...

ჯანმრთელობა

“არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში“– გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნინო ნაცვალაძე, რომელიც შტუტგარტის კლინიკაში მუშაობს კორონავირუსთან ბრძოლაში პირველივე  დღიდან იყო ჩართული, ქართველ მკითხველს და მაყურებელს წარსულში ხშირად უზიარებდა საკუთარ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო