“ბელორუსის არჩევნები ფალსიფიცირებულია. ვიწყებთ მუშაობას სანქციებზე“–ევროკავშირი

ევროკავშირი ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და იწყებს სანქციების შემუშავებას ფალსიფიცირებისა და ოპოზიციაზე ძალადობის მონაწილეთა წინააღმდეგ.

“ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ევროკავშირი მის შედეგებს ფალსიფიცირებულად თვლის და ამიტომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, რომელიც ბელორუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა“– ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირის შედეგების მიხედვით შედგა.

მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია სანქციების შემოღება მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, რეპრესიებზე და არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაზე.

დამატებით სიებზე მუშაობა ბელორუსის წინააღმდეგ უკვე არსებული სანქციების რეჟიმის ჩარჩოში დაუყოვნებლივ დაიწყება.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გადაწყვიტეს ბელორუსს დახმარება შესთავაზონ დიალოგის დაწყებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ამ საქმეში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყება ჩაერთვება, ჟოზეპ ბორელის მეთაურობთ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა ლატვიის ტელევიზიას უთხრა, რომ მინისტრებმა გადაწყვიტეს დაიწყონ სანქციების მომზადება, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ვის წინააღმდეგ შემოიღებენ სანქციას.

პოლონური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აკონკრეტებს, რომ სანქციები პერსონალური იქნება.

სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იყო მოსალოდნელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების მეთაურთა დღევანდელი შეხვედრისგან: მთელი კვირა პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ევროკავშირმა ოთხი წლის წინ გაუქმებული პერსონალური სანქციები უნდა აღადგინოს ალექსანდრე ლუკაშენკოს, მისი ჩინოვნიკების და ძალოვანების წინააღმდეგ (სავიზო შეზღუდვები და აქტივების გაყინვა) , მაგრამ არ შემოიღონ ეკონომიკური სანქციები, რადგან მათ შეიძლება რიგით მოქალაქეებს დაარტყან.

ბორელი და მინისტრები სანქციების მომზადებაზე საუბრობენ და არა მათ შემოღებაზე, რადგან ოფიციალურ გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი იღებს. მინისტრები მხოლოდ პოზიციებს აჯერებენ.

გარდა ამისა, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი გამოდიან წინადადებით, ევროკავშირმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს ბელორუსის საკითხებში, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ორგანიზებას დაიწყებს.

ევროკავშირმა პირველად ბელორუსის მმართველი ელიტის წინააღმდეგ სანქციები 1997 წელს შემოიღო. მას შემდეგ სანქციებს პერიოდოულად ამსუბუქებს, ხან კი ისევ ამკაცრებს, იმის მიხედვით, რამდენად იცვლება ლუკაშენკოს რიტორიკა და პოლიტიკა.

2016 წლის დასაწყისში ევროკავშირმა გააუქმა სანქციები ლუკაშენკოს და კიდევ 169 ბელორუსი ჩინოვნიკის, მოსამართლეების და ძალოვანების, ასევე ოთხი ბელორუსული კომპანიის წინააღმდეგ.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლუკაშენკომ უარი თქვა ღიად დაეჭირა მხარი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისთვის, და მზადყოფნა გამოთვაქ უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების საკითხში შუამავლის როლი პერსონალურად ეთამაშა,  ასევე 2015 წლის აგვისტოში ციხიდან გამოუშვა ექვსი პოლიტპატიმარი.

მას შემდეგ ძალაში რჩება მხოლოდ ემბარგო ბელორუსისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ და პერსონალური სანქციები ოთხი ძალოვანის წინააღმდეგ, რომლებიც 1999–2000 წლებში ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების გატაცებასა და მკვლელობასთან არიან დაკავშირებული.

შეცდომა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე – როგორ ვრცელდება ვირუსი

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 000-ს აღწევს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის...

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ...

თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. "თელასი"მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. გლდანის...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გაუფასურდა – ახალი კურსი

22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.42 თეთრით გაუფასურდა -...

საზმაუს დირექტორის ხელფასი 4000 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი იქნება

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო გაიზარდა. სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის...

სიცრუეა, რომ ციხეში 3 პატიმარს ხელები დაუსერეს, მათ თვითდაზიანებები მიიყენეს – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური "სიცრუეს" უწოდებს გლდანში, სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში პატიმრების დაჭრის შესახებ პატიმრის დედის მიერ...

ვინ არის COVID-19-ით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი, 60 წლის მამაკაცია. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე...

თბილისში კორონავირუსზე ტესტირება იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან,...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო