საქართველოს რეპუტაცია გაანიავეს – გია ჯაფარიძე საგარეო საქმეთა სამინისტროზე

პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე ბელორუსი აქტივისტის დაკავების ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ მათ საქართველოს რეპუტაცია გაანიავეს.

“ზალკალიანის კანტორამ იფიქრა, იფიქრა და ბოლოს Ryanair-ის განცხადება გადმოწერა. დიპლომატიის სახელმძღვანელოებში შესატანი ამბავია, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ თქვა სიბრიყვე, გამოჩნდე უპრინციპო და დააზიანო სახელმწიფო ინტერესები.

ამ განცხადებით ბელორუსიც გაანაწყენეს და საქართველოს რეპუტაციაც გაანიავეს. კიდევ ერთხელ. მართლა რას კითხულობდნენ, სად ისწავლეს, რა ისწავლეს”,– წერს გია ჯაფარიძე.

ცნობისთვის, გუშინ, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა. ბელარუსმა თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, რის შემდეგაც ბელარუსმა მათ უბრძანა, თვითმფრინავი უახლოეს აეროპორტში დაესვათ.

თვითმფრინავის მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის აქტივისტი და ჟურნალისტი, Nexta-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევაზე განცხადება გაავრცელა, თუმცა დაკავებულ ჟურნალისტზე და მომხდარ ინციდენტზე არც ერთი სიტყვა არ ახსენა.

“მივესალმებით Ryanair-ის თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაფრენას თავდაპირველ დანიშნულების ადგილას, ვილნიუსში, ლიეტუვაში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ყველა  ადამიანების გამო. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის უფლებით. მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია”,– განაცხადა სამინისტრომ.

დარწმუნებულები ვართ, დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას – თურნავა

"რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას. როდესაც ვსაუბრობთ უახლოეს ათწლიან გეგმებზე, პანდემიის დაძლევაზეც...

მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციაში 11.5 მლნ გადაიხადოს

თბილისის მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 11 563 373 ლარი...

ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა – ოხანაშვილი დეგნანზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება და...

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

ირანის პრეზიდენტი მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი გახდა. რაისი არის ირანის მთავარი მოსამართლე და...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ...

მთავრობამ მოითხოვოს გაეროს უშიშოროების საბჭოს მოწვევა – ნათელაშვილი აიბღას ანექსიაზე

"როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სდუმს მომაკვდავი საქართველოს ხელისუფლება. არცერთი პროტესტი, არცერთი განცხადება. მე მოვითხოვ, საქართველოს...

არ უნდა მოესმინათ, ეს ჩანაწერები არ უნდა არსებულიყო – ხვიჩია ბერა-ღარიბაშვილის ჩანაწერებზე

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება პროკურატურის განცხადებას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის...

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციოდ 826 000 დაიხარჯა, თუმცა სარემონტოა – ფლანგვის დეტექტორი

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე 826 078 დაიხარჯა, თუმცა მეტრო...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...