გავრილოვის ღამის დაზარალებულები 20 ივნისს აქციას გამართავენ

ე.წ. გავრილოვის ღამეს დაზარალებული მოქალაქეები, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან აქციას გამართავენ. მოქალაქეები, პარლამენტში ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ დარეგისტრირებულ ამნისტიის კანონპროექტებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 2019 წლის 20 ივნისი ვერ გადაიწერება.

“2021 წლის 20 ივნისს ორი წელი გადის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევიდან, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჩაჯდომას მოჰყვა.

დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი, რომელიც ამ გამოუძიებელ დანაშაულებრივ ფაქტზე ამნისტიას აცხადებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სწორედ 20 ივნისს აქციაზე პატრიოტული მოტივით მდგარმა დემონსტრანტებმა, კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველა პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ 20 ივნისი ვერ გადაიწერება, აქციის დარბევა ოკუპანტის საამებლად არავის შერჩება!

არა ოკუპანტის ამნისტიას! 20 ივნისს, 18:00 საათზე ანტისაოკუპაციო აქციაზე დაშავებული და დაკავებული დემონსტრანტები ყველას გელოდებით პარლამენტთან.” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტში, ერთ-ერთი პუნქტი 2019 წლის 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.  დოკუმენტს ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში 2 კანონპროექტი დარეგისტრირდა, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის.

ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ოსნაბრუკიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის...

ქართველი რეჟისორის გამარჯვება ტრაიბეკას კინოფესტივალზე

ნიუ-იორკში, ტრაიბეკას დამოუკიდებელი ფილმების კინოფესტივალზე, რომელიც გუშინ დაიხურა, სრულმეტრაჟიანი უცხოურენოვანი ფილმების კატეგორიაში მთავარი პრიზი...

კახეთში 4 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის აუზში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა 2 საათის წინ მიხდა....

პარლამენტი არის ორთქლმავალი – ლადო კახაძე

წყალი და ცეცხლი ვერ იტანს ერთმანეთს. წყალს უნდა ცეცხლი ჩააქროს და ცეცხლს უნდა წყალი...

არ ვაპირებ წასვლას – თამარ ჟვანია

"არ ვაპირებ წასვლას"- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამის...

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მის...

22 ივნისს თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

ხვალ, 22 ივნისს თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ, "თელასი" ავრცელებს. გლდანის...

ფრიდონ ინჯია თამარ ჟვანიას ბოდიშს უხდის

"ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმული...

“წყობიდან გამოვედი… ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან” – ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დებატებზე

ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ "დღის კურიერში" თენგიზ ცერცვაძესთან დებატების დროს "წყობიდან გამოვიდა" და ამის გამო ბოდიშს იხდის. "წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

ქართველი რეჟისორის გამარჯვება ტრაიბეკას კინოფესტივალზე

ნიუ-იორკში, ტრაიბეკას დამოუკიდებელი ფილმების კინოფესტივალზე, რომელიც გუშინ დაიხურა, სრულმეტრაჟიანი უცხოურენოვანი ფილმების კატეგორიაში მთავარი პრიზი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმმა აიღო. "მეოთხე ბრაიტონი" (Brighton 4th) - ასე...