გამაგრდი, ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედაც შენ გიცავს – ანზორ მელია

“გამაგრდი, ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედაც შენ გიცავს”- განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ.

„კი დაიჭირეს ნიკა მელია, მაგრამ გაოგნებული ვიყავი იმ სპეცოპერაციით, რაც მოიმოქმედა ჩვენმა მთავრობამ, ტერორისტები ასე არ აუყვანიათ, როგორც ნიკა აიყვანეს და მადლობა ღმერთს, რომ ხალხი არ დასახიჩრდა. ეს ერთობა რაც მე ვნახე ეს დღეები, ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ნიკამ ამ ასაკში შეძო ასე გაეერთიანებინა მთელი ოპოზიცია, ვინ არ იყო მანდ, სხვადასხვა პარტიის ლიდერები, ბედნიერი ვარ და თანაც ამაყი, რომ ნიკა ასე უყვართ და ასეთ პატივს სცემენ. მე აბსოლუტურად ამაყი და ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დააკავეს, არა მექრთამეობაზე და გაიძვერობაზე – სამშობლოს სიყვარულის გამო დააკავეს.

კობახიძის ბრიფინგსაც ვუსმინე დილით და მის ნაცვლად შემრცხვა, როგორ შეიძლება ახალგაზრდა კაცმა ნიკაზე ილაპარაკოს, რომ თურმე „ქართუ ბანკი“ გააკოტრა, ნიკა იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი, სასამართლოს გადაწყვეტილება მოდიოდა და ის უნდა შეესრულებინა. ცესკოს წინ რომ იყო, ხალხს ამშვიდებდა და პირიქით, ეუბნებოდა რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, ეს კადრებშიც ჩანს. ივნისში კი ნიკა ჟურნალისტს გამოექომაგა და პარლამენტიდან გამოაგდეს. რა ორგანიზატორი იყო კაცი, რომელიც აზრზე არ იყო და ჩემთან ერთად კოტორაანთ კარში აგარაკზე იყო და იქიდან წამოვიდა, როცა ასეთ რამეს გეგმავენ, არც აგარაკზე მიდიან და ჩაკეტილები არიან ერთ ოთახში. არც რცხვენიათ, ღმერთის არ ეშინიათ?! გაგიჟებული ვარ, რას კადრულობენ. მჯერა, რომ ნიკა გამართლდება და გარეთ იქნება. ეს დროებითი ხალხი ვერაფერს გააკეთებს

გამაგრდი შვილო, მაგრად იყავი, შენს გვერდით ვარ. დედაშენი, რომელიც შენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო, ისიც შენ გიცავს და გითხრა, რომ ბრძოლა ბოლომდეო – რის გამოც შენ უბედნიერესი ადამიანი იყავი. ასე ვიქნებით მე და ჩემი მეუღლე, ერთმანეთს ვამხნევებთ და ყურებჩამოყრილები არ ვართ. რადგან სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს, დღეს თუ არა ხვალ.“, – ამბობს მელია.

მოქალაქეების ლეგალური დასაქმებისთვის ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე გერმანიის გარდა ბევრ...

დიდ დიღომში ერთი კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

წუხელ დიდ დიღომში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი მამაკაცი მოკლეს, ხოლო ერთი დაჭრეს. შსს–ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება...

დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის, ამერიკა დაბრუნდა – აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ "დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის". განცხადებაში, რომელსაც "ამერიკის...

იტალიელმა ქალმა მომვლელ ქალს ანდერძით 3.7 მილიონი ევრო დაუტოვა. ის სავარაუდოდ ქართველია

ჩრდილოეთ იტალიაში, გენუაში (Genova) ხანდაზმულმა ქალმა ანდერძით სახლის მომსახურე პერსონალს მემკვიდრეობის ნაწილი დაუტოვა, მათ...

მე-4 მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცმა მორიგეობისას თავი მოიკლა – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ მორიგეობის დროს თავი მოიკლა უწყების ცნობით, სამხედრო...

გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი გახდა. მან ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი...

აშშ-მ და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს – კარპენტერი

აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი და მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ კარპენტერი ხელისუფლებისა და...

მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში – პავილიონისი

"მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში" -ამის შესახებ, ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტის პავილიონისმა...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო