განჩინება მიუთითებს იმ რეალურ საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს – ომბუდსმენი

”სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს” – ასე ეხმაურება  სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელზე ა(ა)იპ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან არასრულწლოვნების გამოყვანასთან დაკავშირებით და აუცილებლად მიიჩნევს სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პანსიონში არსებული მდგომარეობა არათუ არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით.

არსებითად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლო განჩინებაში საფრთხის შემცველად აფასებს პანსიონში არსებულ ზოგად მდგომარეობას და მისი გადაწყვეტილება არ შეიძლება აღქმულ იქნეს, რომ თითქოს საფრთხე მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არსებობს. საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელსაც მოსარჩელის სტატუსით სარგებლობის უფლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით აქვს. შესაბამისად, სასამართლო, შეზღუდული იყო გადაწყვეტილება მიეღო პანსიონში მცხოვრებ ყველა ბენეფიციარზე.

აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დაწესებულებაში სახელმწიფოს ზედამხედველობა ფაქტობრივად 10 თვის განმავლობაში არ ხორციელდებოდა, აღდგენის შემდეგ კი ზედამხედველობა შეფერხებებით და არასრულფასოვნად მიმდინარეობს, რაც არასრუწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების აშკარა ხარვეზებზე მეტყველებს. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, შშმ ბენეფიციარების ოფიციალური სტატისტიკა არ შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას და სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყოს. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განჩინების ყველა ბენეფიციარზე გავრცელებისა და პანსიონიდან თითოეული არასრულწლოვნის დაუყოვნებლივი გამოყვანის აუცილებლობას, რათა მოხდეს ბავშვების დროული შეფასება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ინტერსების მაქსიმალური დაცვით, რათა მათ შორის, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამწვავება. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მულტიდიციპლინური მიდგომით უნდა მოხდეს თითოეული ბენეფიციარის და მისი ოჯახის შეფასება და უპირატესად უნდა იქნეს განხილული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების საკითხი, საჭიროებისამებრ ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა მყისიერად, ბავშვების ინტერსებისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით მოხდეს სასამართლო განჩინების აღსრულება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ გახარიას დაეტოვებინა თანამდებობა – კობახიძე

მმართველი გუნდის, თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან", ექსპრემიერ...

“ოპერაციას გეგმავდნენ გახარია-საბანაძე.ისინი იყვნენ ამაში ჩართული”–კობახიძის ახალი ბრალდება 20 ივნისზე

"ოპერაციას გეგმავდნენ ორი ეს იყო გახარია და საბანაძე. ისინი იყვნენ ამაში უშუალოდ...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში...

საქართველოს ვალმა 31.5 მილიარდს გადააჭარბა, სესხების აუთვისებლობის გამო კი მილიონობით ლარის ჯარიმებს იხდის

ამ დროისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალი კანონით...

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატოს სამიტზე – დავით...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს რომ ეს არ არის...

მზად ვართ, გავზარდოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ – ნატო-ს სამიტის კომუნიკე

"ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს ოპერაციებშიმზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს...

დეპუტატების მიერ, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა შემაშფოთებელია – IDFI

"დეპუტატების მიერ, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა შემაშფოთებელია"- ასე ეხმაურება,"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან...

რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე

დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებს. ეს ევროპელი...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში გავრცელდა,განსხვავებული  სიმპტომებით გამოირჩევა. კორონავირუსის კლასიკურ სიმპტომებს, როგორიც არის ხველა, მაღალი ტემპერატურა,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...