გახარიას გადადგომა ცალსახად ემსახურებოდა ენმ-ს ინტერესებს – TV იმედი

ტელეკომპანია იმედი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რატომ არ დაესწრნენ გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციას და მის შეხვედრას მედიის წარმოამდგენლებთან.

მათი თქმით, პარტიის პრეზენტაცია არ მიიჩნიეს მნიშვნელოვან მოვლენად, მისთვის ეთერის დათმობას კი ჯერჯერობით არარელევანტურად თვლიან.

“სამწუხაროა, რომ ახალშობილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლის სლოგანია „არავის წინააღმდეგ“, თავისი აქტივობა დაიწყო მედიის მისამართით „თითის ქნევით“ და გაილაშქრა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ. ამ შეკრებაზე ჩვენი ტელეკომპანია არ იყო წარმოდგენილი მარტივი მიზეზით: ჩვენ შემოგვთავაზეს ფორმატი, რომელშიც რამდენიმე ტელევიზიის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანებს, ერთად იბარებდნენ ინტერვიუზე გიორგი გახარიასთან. დამკვიდრებული პრაქტიკით, ამგვარი ფორმატი გულისხმობს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას ან გამოიყენება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენების გაშუქების შემთხვევაში. ტელეკომპანია „იმედმა“ არ მიიჩნია მოძრაობა „საქართველოსთვის“ შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად და არც ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ტელეკომპანია, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ყველაზე მეტად დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. შესაბამისად, „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის მიზანია, შევეწინააღმდეგოთ ანტიდემოკრატიული ძალების პოლიტიკურ რეანიმაციას, რასაც მხილებით და სიმართლის თქმით ვაკეთებთ – ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება იმ მომენტში, ცალსახად ემსახურებოდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. რაც შეეხება მის სურვილს, დავუთმოთ „იმედის“ ყველაზე რეიტინგული ეთერი – ბატონი გახარიას მიერ ჩვენს ტელეკომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმის შემდეგ, მისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა, ჯერჯერობით არარელევანტურად გვეჩვენება”,– წერია იმედის განცხადებაში.

მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი – ილია II ამაშუკელზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. პატრიარქის წერილს პოეტი ავრცელებს. "ბატონ რევაზ...

ნიუ-იორკი საგანგებო მდგომარეობას აუქმებს.მოსახლეობის 63% აცრილია

ნიუ-იორკის შტატში, პანდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დღეს გაუქმდება. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის...

ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს – ხუხაშვილი

"ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს. ქართულ ოცნებას ახლა იმედი აქვს, რომ ამა თუ...

“გირჩი-მეტი თავისუფლება” ითხოვს, მოქალაქეებს ჯარიმებში გადახდილი თანხები დაუბრუნდეთ

პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლება" ითხოვს, მოქალაქეებს დაუბრუნდეთ თანხა, რომელიც პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმებისთვის...

გორში პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ის კლინიკაში გადაიყვანეს

გორში, სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით,...

“სტალინი უნდა გადმოვასვენოთ” – გრიშა ონიანს გორის მერობა სურს

კომუნისტი გრიშა ონიანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის გორის მერობისთვის იბრძოლებს. გამარჯვების შემთხვევაშის თავის ამომრჩეველს...

მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი, მარტო ქიზიყელებს წარმოვადგენ?! – პაპუაშვილი კვოტირებაზე

"არ ვიცი, რა მიდგომაა, “კაცი, კაცი“ წამოძახება, თითქოს კაცები ნაკლებად წარმოადგენენ ქალებს! ეს რომელ...

კელი დეგნანი ჩვენზე მეტად ფიქრობს საქართველოს წარმატებაზე – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოწოდებას მოსამართლეები არჩევის შეჩერებასთან დაკავშირებით. პარტია...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...