გახარია სომხეთსა და აზერბაიჯანს სთავაზობს, დიალოგისთვის ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად რეგიონში შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მისი განცხადებით,  ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე, ამიტომ გახარია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

გახარია ორივე ქვეყანას თბილისში შეხვედრას სთავაზობს.

“ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”,- წერს გახარია.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები

კორონავირუსის გამო საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი კვლავ გადაიდო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ...

“ქართული ოცნების” კიდევ ერთ დეპუტატს, დიმიტრი მხეიძეს COVID-19 დაუდასტურდა

ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს "ქართული ოცნებიდან", დიმიტრი მხეიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ბიუროს ხელმძღვანელის, ვარლამ გობეჯიშვილის ინფორმაციით, მაჟორიტარი...

ენმ-ს სურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს ქვეყანაში – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია...

3 მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ საფლავში ბრუნავს – ხუხაშვილი ინფექციონისტებზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ინფექციონისტები ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე "პოლიტიკით...

მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი – კობახიძე მერაბიშვილზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა ვანო მერაბიშვილის აქტივობას ახალციხეში,...

ბევრნი ხართ, თავი შეიკავეთ პერსონალის ლანძღვისგან – იმუნიზაციის ცენტრი

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პაციენტებს მოუწოდებს, პერსონალის ლანძღვისგან თავი შეიკავონ...

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ 15 პაციენტს შორის, ერთი 40 წლის ქალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევიდან ერთი...

მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი თანაგუნდელი მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადასული, რადგან მას...

სხვა სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს“–ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით სამართლებრივად ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის "ყველანაირი საფუძველი" არსებობს. კობახიძემ ტელეიმედის ეთერში განაცხადა, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა ტომი შეკრა, რომელშიც...

ჯანმრთელობა

“არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში“– გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნინო ნაცვალაძე, რომელიც შტუტგარტის კლინიკაში მუშაობს კორონავირუსთან ბრძოლაში პირველივე  დღიდან იყო ჩართული, ქართველ მკითხველს და მაყურებელს წარსულში ხშირად უზიარებდა საკუთარ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო