გვარამიას ნომრის გასაჯაროვებისთვის, ინსპექტორმა წულუკიანს პასუხისმგებლობა არ დააკისრა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროვებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა თეა   წულუკიანს პასუხისმგებლობა არ დააკისრა. დასკვნაში წერია, რომ  პირადი ინფორმაციის გავრცელება, სახიფათო პრეცედენტი შეიძლება იყოს, თუმცა თეა წულუკიანისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საფუძველი ვერ გახდება.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების კანონიერების შეფასების მიზნით, მოიძია სხვადასხვა წყაროების საშუალებით ნ. გვარამიას შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია. დადგინდა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებში.პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი.

2021 წლის 2 თებერვალს  პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან გამომდინარე (ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება), საზოგადოების ინტერესი სხდომის მიმართ მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ამგვარ ვითარებაში, ფიზიკური (თუნდაც საჯარო) პირის ტელეფონის ნომრის გამჟღავნება მონაცემთა დამუშავების სახიფათო პრეცედენტია. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, დებატების დროს, გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში”, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

2021 წლის 2 თებერვალს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა, რასაც უფლებადამცველების კრიტიკა მოჰყვა.

მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი – ილია II ამაშუკელზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. პატრიარქის წერილს პოეტი ავრცელებს. "ბატონ რევაზ...

ნიუ-იორკი საგანგებო მდგომარეობას აუქმებს.მოსახლეობის 63% აცრილია

ნიუ-იორკის შტატში, პანდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დღეს გაუქმდება. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის...

ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს – ხუხაშვილი

"ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს. ქართულ ოცნებას ახლა იმედი აქვს, რომ ამა თუ...

“გირჩი-მეტი თავისუფლება” ითხოვს, მოქალაქეებს ჯარიმებში გადახდილი თანხები დაუბრუნდეთ

პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლება" ითხოვს, მოქალაქეებს დაუბრუნდეთ თანხა, რომელიც პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმებისთვის...

გორში პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ის კლინიკაში გადაიყვანეს

გორში, სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით,...

“სტალინი უნდა გადმოვასვენოთ” – გრიშა ონიანს გორის მერობა სურს

კომუნისტი გრიშა ონიანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის გორის მერობისთვის იბრძოლებს. გამარჯვების შემთხვევაშის თავის ამომრჩეველს...

მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი, მარტო ქიზიყელებს წარმოვადგენ?! – პაპუაშვილი კვოტირებაზე

"არ ვიცი, რა მიდგომაა, “კაცი, კაცი“ წამოძახება, თითქოს კაცები ნაკლებად წარმოადგენენ ქალებს! ეს რომელ...

კელი დეგნანი ჩვენზე მეტად ფიქრობს საქართველოს წარმატებაზე – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოწოდებას მოსამართლეები არჩევის შეჩერებასთან დაკავშირებით. პარტია...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...