“გიგი უგულავა ბიუჯეტის ვირთხად დარჩება, მე – დავბრუნდები“–მეგის ქარდავა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, რომელიც საქართველოში 10 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებულია და საქართველო წლების წინ დატოვა, გიგი უგულავას განცხადებას ფეისბუქით პასუხობს:

“მინდა გამოვეხმაურო ტვ პირველის ეთერში გიგი უგულავას გაკეთებულ განცხადებას: “არავითარი მეგისი არსად აღარ დაბრუნდება, წერტილი უნდა დავუსვათ ამას, წარსული აღარ დაბრუნდება”. – არ ვიცი რა იგულისხმა უგულავამ, მაგრამ თუ ის გულისხმობს რაიმე თანამდებობაზე ჩემს დაბრუნებას, მინდა დავამშვიდო იგი და სხვებიც, რომ არანაირ თანამდებობაზე დაბრუნებას არ ვაპირებ და არც არანაირი სურვილი არ მაქვს, ხოლო რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, მე აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ვიყავი, ვარ და ვიქნები: “მუდამ საქართველოს ქომაგი” !!!

რა “საქმეებიც” არუნდა “შეკერონ” ჩემს მიმართ ყველას მოტივი იქნება ერთი: “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, ვინაიდან სხვა მოტივი არც არასოდეს მქონია და არც მექნება. უგულავა კი ყოველთვის “ბიუჯეტის ვირთხა” -დ დარჩება, რომელიც მზადაა ყველა გაწიროს საკუთარი “ტყავი”-ს გადასარჩენად.“– წერს მეგის ქარდავა.

ცუდი “შეთქმულების” სუნი დატრიალდა ჰაერში, არ მომწონს რაღაც – გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰაერში ცუდი...

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19,41% იყო — ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 19,41%, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველია. აღსანიშნავია, რომ...

ფოთში პირველ უბანზე ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ მას ხმა უკვე მიცემული ჰქონდა – კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ფოთში პირველ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა, რომლებიც...

კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან წარსულს ჩავაბარებთ...

ირაკლი კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან წარსულს ჩავაბარებთ, -...

“რუსული ოცნება” – წარწერები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე

თბილისში, რამდენიმე ავტობუსი წარწერით - "რუსული ოცნება" მოძრაობს. მმართველი პარტიის რეკლამას სხვა პლაკატი გადააკრეს. დღეს...

კოვიდინფიცირებული 15 წლის გოგონა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა

ოვიდინფიცირებული 15 წლის გოგო, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა . ინფორმაციას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის...

დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი – უსუფაშვილი

ლელოს ერთერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ არჩევნებზე ე.წ. კარუსელი დაფიქსირდა. „იმედს ვიტოვებ, რომ ეს...

საარჩვენო უბანთან მისულ ირაკლი კობახიძეს პირადობის მოწმობა დაავიწყდა

საარჩევნო უბანთან მისულ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს, პირადობის მოწმობა დაავიწყდა. ამის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო