დაგვაკლდა მელიას პროვოკაციები, ხოშტარიას რუსეთის ჰიმნი – კობახიძის ცინიკური გამოსვლა

უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციაზე ცინიკური განცხადება გააკეთა. მან პარტიების ლიდერები “ნახევრად სერიოზულად” დაახასიათა და თქვა, რომ ისინი “დააკლდათ”.

„ძალიან მოკლედ მინდა შევეხო პარლამენტშია არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს ძალიან დააკლდა ოპოზიცია. დღევანდელ სურათს დააკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით;

ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ ქართული ოცნებაა ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია ნაციონალური მოძრაობა კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი, თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს;

ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის, ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში გაჟღერებული რუსეთის ჰიმნი; პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი თბილისო; ძალიან დაგვაკლდა პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური შემადგენლის, პრორუსული პროპაგანდა;

ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე-აღმაშენებლის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდ ტესტი;

ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესრულებით;

ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას „ვაჟკაცური“ პროვოკაციები;

ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე;

ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე, უბრალოდ დაგვაკლდა;

ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება;

ძალიან დაგვაკლდნენ სულხან სიბაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი, ესენი რას გაგვიკეთებდნენ, ფაქტია რომ მაინც დაგვაკლდნენ.

ეს ნახევრად სერიოზულად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ერთპარტიული პარლამენტის სხდომაზე, სადაც მთავრობას ნდობა გამოუცხადეს.

პოლიტიკური კუთვნილების გარეთ უნდა გავიტანოთ ეს საკითხი – საქართველომ მოიგო – დეკანოიძე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებაზე ამბობს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური...

12 წლის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო აღიარებულია 2008 წლის ომის მსხვერპლად – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველო სამართლებრივად გამართლდა. "ძალიან...

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა – მინისტრი

იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე სტრასბურგში საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე ეხმიანება. მისი თქმით, სასამართლომ...

ეს საერთო გამარჯვებაა! – გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ რუსეთს...

პროკურატურა ივერი მელაშვილის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა...

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს სარჩელის დიდი ნაწილი დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის...

დღევანდელი მონაცემები გვაძლევს საფუძველს დავადასტუროთ, რომ არის ინფექციის მნიშვნელოვანი კლება–ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ  კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ნაწილზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო...

ქართულ ოცნებას მივმართავ, მზად ვართ, შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი განცხადებას ავრცლებს. მისი თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ასრულებს და ქართულ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო