დავით-გარეჯში ივერი მელაშვილსა და “მთავარ არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტის, გვანცა წულუკიძის ინფორმაციით, დავით-გარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები თავს დაესხნენ.

“ივერი მელაშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტს და ოპერატორს, დავით გარეჯში თავს დაესხნენ რწმენაში გაძლიერებული სასულიერო პირები. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპერატორის მიმართ და დაუმტვრიეს კამერა!

ბრწყინვალე შვიდეულში, სასულიერო პირების მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობა!
ალბათ მერე გასწორდნენ წელში და დაიწყეს გალობა”,– წერს წულუკიძე Facebook–ზე.

მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ ფიზიკური დაზიანებები ჟურნალისტსა და ოპერატორს აქვს.

“სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც ივერი მელაშვილს, ისე ჟურნალისტებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა, ივერისთან მიმართებაში არ ყოფილა ფიზიკური ძალადობა. ფიზიკურად შეეხნენ ჟურნალისტს და ოპერატორს”,– თქვა მარიკაშვილმა.

ადგილზე გამოძახებულია პოლიცია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

“მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი“–ზურაბიშვილი ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს,...

პირველი არხის წამყვანი: ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერის

პირველი არხის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე დავით-გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ფილმის გამო ივერი...

ვასაძე: რუსეთს უწევს ყოველ წელს $1.5 მილიარდამდე აჩუქოს ცხინვალსა და აფხაზეთს, მძევალია

"რუსეთი რეალურად ისეთივე მძევალია შექმნილი ვითარებისა , როგორც ჩვენ. მას უწევს ყოველ წელს მილიარდ-ნახევარ...

ვასაძე: რუსეთში წილი მაქვს მაღაზიების ქსელში, ვაპირებ, გავყიდო

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს, რომ რუსეთში ბიზნესწილს ფლობს, თუმცა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაყიდვას აპირებს. "მე...

აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია – ბლინკენი

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, პირობა დადო, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7...

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება 10-12 წლის მოზარდებს შორის მოხდა. "ბათუმის საჯარო...

ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ მოქალაქეებს აცრაში თანხა გადაუხადონ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის წასახალისებლად მოქალაქეებს თანხა გადაუხადონ, ან სხვა...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

აშშ–ში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტის აკრძალვას გეგმავენ

აშშ–ს კვების პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტების წარმოებას და გაყიდვას მთლიანად აკრძალავს. ამ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...