დავით ხიდაშელი: ივანიშვილმა 2019 წელს დამირეკა და მთხოვა მომეძია რაღაც რუკა

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა “რუსთავი2”-ის ეთერში იმ პროცესებზე ისაუბრა, რომელიც რუკის მოძიებას უძღოდა წინ. ხიდაშელის თქმით, თავდაპირველად, რუკის მოძიებაზე თხოვნა ბიძინა ივანშვილისგან წამოვიდა, რომელმაც დეტალური ინფორმაციისთვის დავით ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილთან გადაამისამართა.

“მე რუკები არ გადმომიცია. მოვყვები და ისტორიის მიხედვით განსაჯეთ. 2017 წელს, რომ ჩამოვედი, ვთხოვე შეხვედრა ბიძინა ივანიშვილს. მაშინ გავიცანი ის, მოვუყევი რას ვაკეთებდი საზღვარგარეთ და რა გეგმები მაქვს საქართველოში.

მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაქვს ამის ამბიცია და არავითარ პოლიტიკურ მოძრაობაში არ ჩავრეულვარ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

რუკებს ვაკეთებ უკვე 2000 წლიდან. შვეიცარიაში რომ მოვხვდი 1993 წელს, ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საგზაო მოძრაობის დარგში. 2000 წელს შეიქმნა მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია 44 გეოფიზიკური ინსტიტუტის მიერ – მიწისძვრების და კატასტროფების რისკის შემცირების ორგანიზაცია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ სისტემისთვის ვაგროვებდით რუკებს. შეგროვილი მაქვს დაახლოებით 100 ათასზე მეტი რუკა.

ბიძინა ივანიშვილს პირველად შევხვდი 2017-ში მაშინ გავიცანი, მაგის მერე კავშირი არ მქონია, დაბადების დღეს მივულოცავდი, თვითონაც მილოცავდა, 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა, მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, მან მთხოვა დახმარება, რომ მომეძია რაღაც რუკა და რომ ჩავეძიე რა გინდათ და რაში სჭირდება ჩემი დახმარება, მითხრა, რომ დაურეკე ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის სამინისტრომ იცის ეს დეტალები.

პირველი შოკი მივიღე მაშინ, იმიტომ რომ ძალიან გამიკვირდა, რატომ შეიძლება მოეთხოვა, ვიცი ვინ არის ბიძინა, ვიცი რა საშუალებები და რესურსი აქვს და ლაპარაკში ეუბნება შვეიცარიაში მაცხოვრებელ ვიღაც ქართველს, რომ დამეხმარე. მაგის რესურსების და ფულის პატრონი რომ მე მომთხოვს, რომ რუკა მიშოვე, წარმოვიდგინე, რომ ძალიან ცუდად არის საქმე ამ საკითხის, ვინაიდან არაფერს არ უღირს 10 ან 100 მილიონი რომ ეპოვა ეს რუკები, მაგრამ როდესაც დავიწყე ჩაძიება დავრწმუნდი, რომ ფულით ეს საქმე, ასე ადვილად ვერ გადაწყდებოდა.

დავურეკე ღარიბაშვილს, მან მომცა თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამსახურის ტელეფონი, ისინი შეგხვდებიან და დეტალურად მოგიყვებიან, რას ვეძებთ და რა გვაინტერესებსო. ეს ყველაფერი ხდება ტელეფონით, ვინაიდან მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი. ვთხოვე ჩემს მეგობარ ბეჟან მაისურაძეს, რომ ღარიბაშვილი თუ გახსოვს ჩვენი სოფლის გვერდზე ცხოვრობდა ისიც, თავდაცვის სამინისტროში მიხვიდე და გაიგო, ზუსტად რა უნდათ, ვინაიდან ტელეფონში არ მეუბნებიან, ძალიან დიდი თემაა, მიდი და ითამაშე იგივე კურიერის როლი,” – განაცხადა დავით ხიდაშელმა.

“წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა-ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით” – ლევან...

"წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა - ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით...

გურჯაანში მეუღლისა და მეზობლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ...

არ დავუშვათ დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი – ივანიშვილი ოპოზიციის ამომრჩეველზე

"არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი"- ამის შესახებ პარტია...

“კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები…” – ბიძინა ივანიშვილი

"მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები.. "- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა...

არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან – ივანიშვილი

მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს - ხვალ არცერთი ჩვენთაგანი...

მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. "საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს,...

საპატრიარქო ორი მღვდლის დასჯას ითხოვს

"ისინი ყინწვისში განსხვავებულად შეიმოსნენ და წირეს"- საქართველოს საპატრიარქო, რუის-ურბნისის ეპარქიის ორი მღვდელმონაზვნის მიერ, მათივე...

ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო? – ინაშვილი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"თავისუფლების მოედნიდან რუსულად იმღერეს, ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო?"- ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო