“დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციის ერთობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემი ბედი“–სააკაშვილი

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელიც საქართველოში მის დაბრუნებას და არჩენების გაყალბებასთან ოპოზიციის ბრძოლას ეხება. სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიზეზი “მთავარი არხის“ ეთერში გუბაზ სანიკიძის და ნიკა მელიას დაპირისპირება გახდა, რომელიც გუბაზ სანიკიძის განცხადებას მოყვა იმის შესახებ, რომ დროა სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს და ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი მისი ეშინია.

“მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს დავბრუნდე, არამედ იმის გამო ,რომ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება. პრაქტიკულად, ივანიშვილმა მთელისაქართველოს დღევანდელ და მომავალ თაობებს წაართვა პერსპექტივა.

მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პიროვნების ბედი, თუნდაც ეს იყოს ჩემი მოკრძალებული პიროვნება.


მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესია მრავალწლიანი განშორება სამშობლოსთან და ჩემთვის სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმა ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე რომელიმე თანამდებობა ან ნებისმიერი პოლიტიკური როლი .


მე არ მივისწრაფი რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთ-ერთი თანასწორთა შორის.
ახლა ყველანი უნდა ვკონცენტრირდეთ ოლიგარქის მიერი ჩატარებული მანიპულაციების წინააღმდეგ, რადგან ეს უსამართლობა არ შერჩეს ივანიშვილს.


აქვე ვიტყვი, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის რომ, ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის. ჩემი უსაფრთხოება მეასე ხარისხოვანია მაშინ როცა სამშობლოს ვკარგავთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე განხეთქილების ან უთანხმოების თემა. მაშინ როდესაც უკვე მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის. “– დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქზე.

 

 

მოაჭერით მარჯვენა ხელი კობახიძეს, მარცხენა მდინარაძეს – ინაშვილი ივანიშვილს

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის განცხადებას იხსენებს, როდესაც მან თქვა,...

შეიზღუდოს ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუ გაჭირვებაა ყველამ ერთად გავიჭირვოთ -ნინო ჯანგირაშვილი

"შეიზღუდოს ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუ გაჭირვებაა ყველამ ერთად გავიჭირვოთ "- ამის შესხებ ტელეკომპანია „კავკასიის“ ...

ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა – მიხეილ სააკაშვილი შეზღუდვებზე

"ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაa"- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის გამოცხადებულ ახალ "ლოქდაუნს"...

ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს, რომლებზეც რაღაც ჩვენებები უნდათ – ნინო კალანდაძის გამოკითხვა დასრულდა

"ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს, რომლებზეც რაღაც ჩვენებები უნდათ"- საქალაქო სასამართლოში ნინო კალანდაძის გამოკითხვა მაგისტრი...

ათასობით ადამიანი ქუჩაში. არგენტინა მარადონას გლოვობს

არგენტინა მარადონას გლოვობს, რომელიც 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარადონა ფიფას მიერ 20–ე საუკუნის მსოფლიოს...

ბარემ თავის დაბადების დღეებზე მოერგოთ – კობერიძე ახალი წლის ღამეს კომენდანტის მოხსნაზე

ლელო-ს წევრი ლევან კობერიძე მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დაწესებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ...

ნახტომი სამმეტრიან ღობეზე–როგორ გაიქცა ჩრდილოეთ კორეის  მოქალაქე ქვეყნიდან სამხრეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეელმა 30 წლის მამაკაცმა სამმეტრიან ღობეზე გადახტომა შეძლო იმისათვის, რომ სამხრეთ კორეაში მოხვედრილიყო....

“ქართულ-უკრაინული ოჯახი შედგა” – გიორგი ბარამიძემ ცოლი მოიყვანა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე დაქოწინდა. ამის შესახებ ბარამიძე სოციალურ ქსელში თავად დაწერა და...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო