დედას უშვებ ბრძოლაში, რომელიც იცი, რომ წაგებული გაქვს, ანომალიაა – იონათამიშვილი სააკაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, ენმ-ს სახე საპარლამენტო არჩევნებზე გუბაზ სანიკიძე იქნება.

“2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა მხოლოდ ერთი ახალი სახე და ეს იყო რომან გოცირიძე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ჩანს, მათი ერთი ახალი სახე იქნება გუბაზ სანიკიძე, ხოლო ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ საკუთარი ოჯახის წევრი -მიხეილ სააკაშვილის დედაა. ეს არის შუა საუკუნეების მმართველის მენტალიტეტის გამოვლინება”,- ამბობს იონათამიშვილი.

მისივე განცხადებით, ანომალიაა, რომ საკუთარ დედას უშვებ იმ ბრძოლაში, რომელიც იცი, რომ წაგებული გაქვს.

“ერთი პრობლემა ხომ ის არის, რომ ამ პარტიაში არავის სურს შესვლა, მასში გაწევრიანება და მასთან ასოცირება და მეორე ანომალია არის ის, რომ საკუთარ ოჯახის წევრს უშვებ იმ ბრძოლაში, რომელიც წინასწარ იცი, რომ წაგებული გაქვს და  შედეგი იქნება კრახი. ნაციონალური მოძრაობის პროცენტები დღითიდღე უფასურდება და ქვევით და ქვევით  ეცემა. და როდესაც ამ პროცესში დედის შეყვანა გინდა, ამაზე მძიმე და მიუღებელი რა შეიძლება იყოს?! როგორც არ უნდა დამალოს ნაციონალურმა მოძრაობამ სოციოლოგიური კვლევები, რომლითაც მათი რეიტინგები სულ უფრო ეცემა, ვფიქრობ, 1%-ის გადალახვაც საოცნებოდ გაუხდებათ, ჩვენი ქვეყანა კი გააგრძელებს სწორ და სრაფ განვითარებას ქართულ ოცნებასთან ერთად”,- ამბობს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელოს.

შეცდომა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე – როგორ ვრცელდება ვირუსი

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 000-ს აღწევს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის...

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ...

თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. "თელასი"მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. გლდანის...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გაუფასურდა – ახალი კურსი

22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.42 თეთრით გაუფასურდა -...

საზმაუს დირექტორის ხელფასი 4000 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი იქნება

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო გაიზარდა. სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის...

სიცრუეა, რომ ციხეში 3 პატიმარს ხელები დაუსერეს, მათ თვითდაზიანებები მიიყენეს – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური "სიცრუეს" უწოდებს გლდანში, სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში პატიმრების დაჭრის შესახებ პატიმრის დედის მიერ...

ვინ არის COVID-19-ით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი, 60 წლის მამაკაცია. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე...

თბილისში კორონავირუსზე ტესტირება იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან,...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო