დღეიდან ევროპაში მენთოლიანი სიგარეტი აიკრძალა

196

ბრიტანეთში და ევროკავშირის ქვეყნებში 20 მაისიდან მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა იკრძალება, თუმცა არა მხოლოდ მენთოლიანის: აკრძალვა ეხება ყველა არომატიზირებულ სიგარეტს, სპეციფიური გემოთი. თუმცა, რადგან არომატიზირებული სიგარეტის ბაზრის უდიდესი წილი სწორედ მენთოლის გემოზე მოდის, ამ აკრძალვას ასე მოიხსენიებენ.

სხვადასხვა გემოს მქონე სიგარეტების გარდა მაღაზიათა დახლებიდან გაქრება ფილტრები, ქაღალდი და კაფსულები, რომლებიც არომატიზატორებს შეიცავს.

ბრიტანეთში იკრძალება წვრილი სიგარეტის გაყიდვაც. ჩინოვნიკებს იმედი აქვთ, რომ ახალი ზომა ახალგაზრდა მწეველების რიცხვის შემცირებას გამოიწვევს.

რატომ აიკრძალა მაინცდამაინც მენთოლიანი სიგარეტი?

მიზეზი მისი არომატიზირების მექანიზმში და მისდამი მწეველების დამოკიდებულებაშია: ხშირად ფილტრის შიგნით თავსდება კაფსულა, რომელიც დაჭერისას სკდება და გემოს ცვლის. ანდა თავად ფილტრია გაჟღენთილი მენთოლის ზეთით, რომელიც სიგარეტს არომატს აძლევს.

პირველად სიგარეტის ფილტრში მენთოლის დამატება 1920–იან წლებში დაიწყეს. მწარმოებლები ამტკიცებდნენ, რომ ასეთი სიგარეტი ჯანმრთელობისთვის უფრო უსაფრთხო იყო, საკუთარი პროდუქტის რეკლამირებისას კი ბუნების სურათებს – გრილი გაზაფხულის და წყლის გამოსახულებებს იყენებდნენ.

ამით მყიდველს უჩნდებოდა სისუფთავის და უსაფრთხოების განცდა. სამიზნე ჯგუფი სწორედ დამწყები მწეველები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მწეველები იყვნენ.

სინამდვილეში კი ორგანიზმზე მისი ზემოქმედებით სხვადასხვა არტომატის მქონე სიგარეტი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სიგარეტისგან და ზუსტად ისევე იწვევს სხვადასხვა დაავადებების განვითარებას.

არადა, როგორც  სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, ახალგაზრდებს აქვთ რწმენა, რომ მენთოლიანი სიგარეტი ნაკლებად საშიშია.

მენთოლის არომატი კვამლის სუნს ნიღბავს, გარდა ამისა მენთოლს მოწევისას გამაგრილებები ეფექტი აქვს და შეიძლება ხველა ან ყელში უსიამოვნო შეგრძნება შეამსუბუქოს, რაც ბევრ მწეველს უჩნდება.

ექიმები თვლიან, რომ სწორედ ამით აიხსნება ახალგაზრდების რწმენა მენთოლიანი სიგარეტის ნაკლებად მავნებლობის შესახებ. კვლევები აჩვენებს, რომ სწორედ ამიტომ ყიდულობენ ისინი ხშირად მენთოლიან სიგარეტს.

კვლევებმა აჩვენა, რომ დამწყები მწეველები, თუ არომატიზირებული სიგარეტის მოწევას იწყებენ, უფრო მეტი შანსი აქვთ ნიკოტინდამოკიდებულები გახდნენ, ვიდრე მათ, ვინც არაარომატიზირებულ სიგარეტს ეწევა.

“მენთოლის გამაგრილებელი და მაანესთეზირებელი მოქმედება მოწევის მოკლევადიან ნეგატიურ ფიზიოლოგიურ ეფექტებს ნიღბავს, როგორიცაა ყელის ტკივილი, წვა და ხველა. ეს კი  მწეველის ფისქოლოგიაში იწვევს რწმენას, რომ ასეთი სიგარეტი ნაკლებად საშიშია ჯანმრთელობისთვის.“ – ამბობს სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორი სტეისი ანდერსონი.

უფრო მეტიც , სტატისტიკა მოწმობს, რომ მენთოლის სიგარეტის მომხმარებლები უფრო მეტს ეწევიან და იშვიათად ანებებენ თავს მოწევას. საქმე იმაშია, რომ მენთოლიანი სიგარეტისთვის თავის დანებება ბევრისთვის უფრო რთულია, მისი სასიამოვნო გემოს გამო.

ბრიტანეთში ბოლო წლების მანძილზე არომატიზირებული სიგარეტის წილი ბაზარზე მუდმივად იზრდებოდა.

ფორმალურად ამკრძალავი კანონი ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღეს, ანუ ბრექსითამდე, თუმცა ბრიტანეთმა გადაწყვიტა ის დღესაც  აქტუალურად აღიაროს, და ევროკავშირის სხვა ქვეყნების  მსგავსად 20 მაისიდან აამოქმედოს.

მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა კანადაში 2017 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა.

მას შემდეგ ექსპერტები სიტუაციას აკვირდებოდნენ და ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის მიხედვით აკრძალვიდან ერთი წლის შემდეგ ბევრმა ადამიანმა მოწევას თავი დაანება(24%), ან მცდელობა დაიწყო(64%).

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობამ 809-ს მიაღწია. ასევე, გამოჯანმრთელდა 11...

ხაზარაძეს ავიწყდება, რომ მისი ნაჩუქარი ცხენი პატრიარქმა ღარიბაშვილს აჩუქა – ბასილ კობახაძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე ეკლესიას "ეპადხალიმება", რადგან "ხელისუფლებაში გაძრომა" უნდა. თეოლოგის...

ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული – მამუკა ხაზარაძე

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ საქართველოში უმცირესობის უფლებები კარგად არის დაცული. მისი თქმით, "უფლებები...

ეკლესიისთვის ტყის გადაცემა პრობლემა არ მგონია, დარწმუნებული ვარ, კარგად მიხედავენ – ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ ეკლესიისთვის ტყის გადაცემა პრობლემა არ არის. ხაზარაძე დარწმუნებულია,...

“შევეცადე,გამეგო მისი გადაწყვეტილების“–ტვ პირველის დამფუძნებელი გრიგოლიას დირექტორობიდან წასვლაზე

ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებას ტვ პირველის დირექტორის პოსტის დატოვების შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ფეისბუქ...

“ვთვლი, რომ პატიოსნად ვიქცევი“–ინგა გრიგოლიამ ტვ პირველის დირექტორის პოსტი დატოვა

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტვ პირველის დირექტორის პოსტი დატოვა. ის ამ პოსტზე სულ რამდენიმე თვის...
video

ნასვამი ემზარ კვიციანი მოქალაქეს სახლში მიუვარდა და აგინა (ვიდეო)

პარლამენტის დეპუტატი, ემზარ კვიციანი დოლაბაურის ქუჩაზე მცხოვრებ ომარ მეტრეველის ოჯახს მიუვარდა. როგორც მეტრეველების ოჯახი ამბობს,...
video

ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანებული გოგა ხაინდრავა საკუთარ მძღოლს კალთაში ჩაუჯდა (ვიდეო)

ტვ პირველის ჟურნალისტების კითხვებით გაღიზიანებული გოგა ხაინდრავა, რომელსაც გადამღები ჯგუფი როგორც ჩანს მისთვის მოულოდნელად...

სხვა სიახლეები

გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა – ინგა გრიგოლია

"გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა"- წერს ტვ "პირველის" გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში. "გახსენით მაღაზიები! შარშანდელი თუ რამე მქონდა,ამ სეზონის,ყველაფერი დამიპატარავდა და ტანსაცმელს ვეღარ ვყიდულობ,ფეხი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი მელოტებში ყველაზე მძიმე ფორმებით მიმდინარეობს – მეცნიერების დასკვნა

მელოტი ადამიანები კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ესპანეთის საავადმყოფოში, აღმოაჩინეს რომ დაინფიცირებულ მელოტი ადამიანებს განსაკუთრებით მძიმედ გადააქვთ კოვიდ19. როგორც საავადმყოფო აცხადებს, მიზეზი თმის...

შოუ ბიზნესი

ჯენიფერ ენისტონის შიშველ ფოტოს აუქციონზე გაყიდიან. თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება

ჯენიფერ ენისტონის ცნობილი ფოტო, რომელზეც ის შიშველი პოზირებს აუქციონზე გამოიფინება, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. შავ–თეთრი ფოტო, რომელიც წლების მანძილზე საკულტოდ იქცა 1995...

ვიდეო