ევროკავშირის 13 სახელმწიფო მოუწოდებს ევროკომისიას, ვაქცინაზე წვდომა გაუადვილდეთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს

ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკომისიას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მცდელობებს, კოვიდ 19-ის ვაქცინებზე სამართლიან წვდომასთან დაკავშირებით.

„გვჯერა, რომ ჩვენი საზღვრები უსაფრთხო არ იქნება, თუ ჩვენ დახმარებას არ გავუწევთ უშუალო მეზობლებს. ჩვენმა აღმოსავლეთ პარტნიორებმა არაერთხელ გამოხატეს მადლიერება ევროკავშირის მიერ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით გაწეული დახმარებისთვის და მოითხოვეს ვაქცინაზე წვდომის გამარტივება“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში.

დიპლომატები ევროკავშირს მოუწოდებენ, შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას გაუადვილებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას სწრაფად შეიმუშაოს დახმარების მექანიზმი, რომელიც კომისიის მიერ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში დანერგილი მექანიზმის მსგავსი იქნება . აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის (2021 წლის 1 ნახევრისთვის დაგეგმილი) კონტექსტში ჩვენ უნდა გავაგზავნოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ძლიერი და კოორდინირებული შეტყობინება. ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორებისათვის ვაქცინებზე წვდომის გაზიარება / მხარდაჭერა ასეთი გზავნილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება,“- აღნიშნულია ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში.

წერილს ხელს აწერენ ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლიტვის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთისა და უნგრეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები.

ავიაკატასტროფა ბრაზილიაში – დაიღუპა 4 ფეხბურთელი

ბრაზილიაში, ტოკატისის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის D...

პენსია, პრივილეგიები, დაცვა… რა ეკუთვნის ტრამპს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თუ იმპიჩმენტს გადაურჩა

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი არაორდინარულად და კონფრონტაციულად დატოვა – ის არც აშშ–ს ახალი პრეზიდენტის...

სააკაშვილმა წააქეზა, ჩივილს არ ვაპირებ, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება – ჩავლეიშვილი ფანგანზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ტვ ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის დაკავებული აქტივისტისთვის,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, 24 იანვარს თბილისის დროით 21:58 საათზე, დმანისთან, სოფელ მამიშლარში 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა...

ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია მოსახლეობის 15%-19%-მდე, კოლექტიური იმუნიტეტისთვის უნდა იყოს 60-70%–ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეფასებითი მაჩვენებლით, ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია...

მოქალაქეები კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან და ოცნების ოფისთან აქციას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მთავრობის მიერ...

კითხულობენ, კორონა იძინებს ღამით? მობილობის შემცირების საშუალებაა – გამყრელიძე ე.წ. კომენდანტის საათზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობბს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი მობილობის შემცირების...

არცერთ საშუალო განვითარების ან ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ როგორც საქართველოში, ისიე ჯერჯერობით არცერთ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

ანტივაქსერები კოვიდის ვაქცინის წინააღმდეგ: რა არის მათი მთავარი არგუმენტები

ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები. ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო