ევროპული საქართველოს ბრიფინგს მიდევნებული ლამპარის ფუნქცია ჰქონდა, თავი გადაიზღვიეს – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარიტის ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ევროპული საქართველო მაჟორიტარებზე შეთანხმების მონახაზით კმაყოფილია, ბოკერიასა და ბაქრაძის დღევანდელი ბრიფინგი კი უბრალოდ თავის გადაზღვევა იყო.

“როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ევროპული საქართველო ფრიად კმაყოფილია საკუთარი ინტერესების დაცვით შეთანხმების დრაფტში (მონახაზში). ამიტომ რამ გამოიწვია ევროპული საქართველოს ბრიფინგი – მემგონი თავი გადაიზღვიეს. ერთგვარად მიდევნებული ლამპარის ფუნქციაც ჰქონდა და ამით მათ როგორც ჩანს გაამყარეს იმის ალბათობა, რომელიც 99% იყო, ჩათვალეს, რომ ახლა არის 99.001%”,- ამბობს ბერძენიშვილი.

რესპუბლიკელების ლიდერმა ასევე აღნიშნა, ის უფრო ენდობა თითოეულ ამ პარტიას, ვიდრე ერთმანეთს ენდობიან ენმ და ევროპული საქართველო.

ცნობისთვის, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის. 

დავით ბაქრაძის თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ შეთანხმება ვერ ხდება, პარტიებმა საჯაროდ უნდა ახსნან, რატომ ვერ ხდება და რა შეიცვალა. 

ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პოზიციაა, რომ პირველ ტურში 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობასა და ყურადღებას მოითხოვს.

აშშ-ს საბიუჯეტო კომიტეტმა სანქციების კანონპროექტი დაამტკიცა – სამადაშვილი

ენმ–ს ლიდერის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი იმ...

TV პირველის ჟურნალისტმა შაქარაშვილის საქმეზე ექსპერიმენტის გამო ცრუ შეტყობინება გააკეთა- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტმა...

მთავრობა ჩარტერული რეისების სუბსიდირებაზე მაქსიმუმ 261 000 ევროს დახარჯავს

მთავრობის განკარგულების მიხედვით, "კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე", შესაბამისი ჩარტერული რეისების...

ახლაშექმნილი პარტია “რეფორმერი” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

საქართველოში ახალი პარტია "რეფორმერი" დაფუძნდა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. პარტიის თავმჯდომარის, თორნიკე...

ამერიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდული სისწრაფით იზრდება, სიკვდილიანობა (ჯერ) არა

ივნისის შუა რიცხვებიდან დაწყებული, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში რეკორდულად სწრაფად იზრდება. ახალი კორონავირუსი...

ცსკა-ში თამაშობს 4-5 ამერიკელი, არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს? – ყაველაშვილი შენგელიაზე

"ცსკა-ში თამაშობს 4-5 ამერიკელი, არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?"- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის სპორტისა...

“ ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში“ – კალათბურთელ შენგელიას მამა

ერთი წამით ჩამოვაშოროთ პოლიტიკა ყველაფერ ამას და მივხვდებით, რომ სპორტული თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ...

კონგრესი კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს – მეთიუ ბრაიზა ვაშინგტონის სანქციებზე

ეს უკვე სანქციებია ვაშინგტონის მხრიდან - შეერთებული შტატების კონგრესი კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს. ამის შესახებ ამერიკის...

სხვა სიახლეები

მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები

მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მიმზიდველი კოღოებისთვის 1 ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან. მათ, ვისაც მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ...

ჯანმრთელობა

ასობით მეცნიერი კორონავირუსის ჰაერიდან გადადებაზე საუბრობს და ჯანმოს რეკომენდაციების შეცვლას სთხოვს

ასობით მეცნიერის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ ახალმა კორონავირუსმა შესაძლოა ადამიანები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით დააინფიციროს. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება. მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო...

შოუ ბიზნესი

ანჯელინა ჯოლი მისი შავკანიანი შვილის გამო შიშობს და თვლის, რომ “სისტემა მას არ დაიცავს

შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა, რომელიც პოლიციის არამართლზომიერმა ქმედებებმა გამოიწვია და აშშ–ში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივმა საპროტესტო აქციებმა სერიოზული საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქვეყანაში კვლავ ალაპარაკდნენ...

ვიდეო