ევროპულ საქართველოს სიის დაკომპლექტება და პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი შევთავაზეთ – სააკაშვილი

საქართველოს მე–3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპულ საქართველოს ნაციონალურმა მოძრაობამ საერთო სიის დაკომპლექტება და პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. სააკაშვილმა ამის შესახებ ტვ პირველს ვიდეომიმართვით უპასუხა.

“მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრედ. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია და აერჩია პრემიერობის კანდიდატი. რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე.

მეორე იყო ჩვენი შეთავაზება ევროპულ საქართველოსთან, რომ საწყისებზე თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ და პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც მათ მიერ იქნა უარყოფილი.

ახლა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა თავისი სია და დამასახელა მე პრემიერობის კანდიდატად”, -ამბობს სააკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს ევროპულმა საქართველომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყოფენ ინფორმაციას, რომ ენმ–სა და მათ პარტიას შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

მათი თქმით, საერთო სიის იდეა თავიდანვე უარყვეს საჯაროდ, რადგან ერთიანი სიის გაკეთება იქნებოდა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დაბნევა და შემცირება და არა მობილიზება და გაზრდა.

გორთან ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედიით დასტრულდა ავტოავარია თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე. გორთან, სამარშუტო მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად ადგილზე...

საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება – ევროკავშირი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის დიპლომატთა გუნდი 31 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდება. "ჩვენთვის და...

ცუდს ვერაფერს ვხედავ – ზაალ უდუმაშვილი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარის შესახებ, მაგრამ ცუდს ვერაფერს ვხედავ "- ასე აფასებს, ნაციონალური...

იმიტომ, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ -ბუბა კიკაბიძე რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას" სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ პარტიის ღონისძიებაზე გამოსვლისას სიმღერა...

არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“ – კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე

"არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ"- ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია "ქართული...

ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია – ჟორჟოლიანი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია "- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში...

გაყალბებაზე პასუხი იქნება შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება -სააკაშვილი

"გაყალბებაზე პასუხი იქნება შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება "- ამის შესახებ, საქართველოს...

ამ არჩევნების სანდოობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს – სენატორი რიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე

შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში, საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო