ალეკო ელისაშვილის 5 კითხვა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს 5 კითხვით მიმართა. მან გუშინ თქვა, რომ ენმ-სთვის 5 კითხვა ჰქონდა მომზადებული და პარლამენტში მათ ელოდებოდა, რათა “თვალებში ჩაეხედა” და ისინი დაესვა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას შემდეგი კითხვებით მიმართა:

  1. “ხელფასის მიღმა არ ამიღია არცერთი თეთრი. ისე გამზარდეს, რომ მეზიზღება კორუფცია და ყველა, ვინც არის მექრთამე და ჩართული კორუფციაში. მაგრამ თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ მე. ხოდა, ახლა გეკითხებით, თქვენც ხომ შემოხვედით, თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან?

  2. კრიტიკაც გამიგია, ლანძღვაც, ჯერ ხომ ადამიანები ვართ?! მამისტოლა კაცს ბათუმში, თქვენი ლაწირაკი აქტივისტები რომ გაეკიდნენ და ნაგვის ყუთი თავზე ჩამოამხეს, იმ კაცისთვის მაინც ბოდიშის მოხდას არ აპირებთ? თუ კიდევ კმაყოფილები ხართ იმ საქციელით? საერთოდ არ ვიცნობ ბატონ ჩავლეიშვილს, მაგრამ მან მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება – ადგა და შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში, თქვენ კიდევ როგორ მოექეცით.

  3. შეთანხმებას თქვენ ხელი არ მოაწერეთ, არადა ამ შეთანხმებით თქვენი ლიდერი გამოვიდა და სხვა, ვის გამოშვებასაც ასევე ითხოვდით – გიორგი რურუა. კრიზისი განიმუხტა, პარლამენტმა ფუნქციონირება დაიწყო, ამ შეთანხმების შედეგად გაგეხსნათ გზა, რომ შემოსულიყავით. იქ წერია, რომ საარჩევნო რეფორმა უნდა გატარდეს, მართლმსაჯულების რეფორმა წერია, ამას თქვენ ხელს არ აწერთ, აქ რისთვის შემოხვედით? ეს კითხვა მქონდა, მაგრამ აკო მინაშვილმა თქვა, რომ 4 თვე გვაქვს, რომ ამოვატრიალოთ, ვადამდელი დავნიშნოთო.

  4. ეს პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არ არის ლეგიტიმური? თუ ლეგიტიმური არ არის, აბა, რატომ სხედხართ? 2 წუთს რატომ ითხოვთ კითხვის დასმისთვის, 1 წუთს – დაზუსტებისთვის, საერთოდ აქ რას აკეთებთ?

  5. სააკაშვილმა რომ გითხარათ, ახლა გამოდითო, გახვალთ ხვალ? ეს არის ბოლო კითხვა. სანამ იმან არ გითხრათ და მწვანე შუქი არ აგინთოთ, მანამდე რომ ფეხს ვერ დგამდით აქ და ყველას რომ შეურაცხყოფას აყენებდით”,– ჰკითხა ელისაშვილმა ენმ-ს დეპუტატებს.

მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი – ილია II ამაშუკელზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. პატრიარქის წერილს პოეტი ავრცელებს. "ბატონ რევაზ...

ნიუ-იორკი საგანგებო მდგომარეობას აუქმებს.მოსახლეობის 63% აცრილია

ნიუ-იორკის შტატში, პანდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დღეს გაუქმდება. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის...

ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს – ხუხაშვილი

"ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს. ქართულ ოცნებას ახლა იმედი აქვს, რომ ამა თუ...

“გირჩი-მეტი თავისუფლება” ითხოვს, მოქალაქეებს ჯარიმებში გადახდილი თანხები დაუბრუნდეთ

პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლება" ითხოვს, მოქალაქეებს დაუბრუნდეთ თანხა, რომელიც პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმებისთვის...

გორში პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ის კლინიკაში გადაიყვანეს

გორში, სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით,...

“სტალინი უნდა გადმოვასვენოთ” – გრიშა ონიანს გორის მერობა სურს

კომუნისტი გრიშა ონიანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის გორის მერობისთვის იბრძოლებს. გამარჯვების შემთხვევაშის თავის ამომრჩეველს...

მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი, მარტო ქიზიყელებს წარმოვადგენ?! – პაპუაშვილი კვოტირებაზე

"არ ვიცი, რა მიდგომაა, “კაცი, კაცი“ წამოძახება, თითქოს კაცები ნაკლებად წარმოადგენენ ქალებს! ეს რომელ...

კელი დეგნანი ჩვენზე მეტად ფიქრობს საქართველოს წარმატებაზე – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოწოდებას მოსამართლეები არჩევის შეჩერებასთან დაკავშირებით. პარტია...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...