ეშმაკთა დამცველი ჰქვია მაგ საცოდავს – დეკანოზი ილია სახალხო დამცველზე

დეკანოზი ილია კარკაძე სახალხლო დამცველის მიერ “სამშობლოთმცოდნეობის გაკვეთილების” შესახებ გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება და მას “ეშმაკთა დამცველს უწოდებს”.

“გადახედეთ თქვენ დღევანდელ ამა თუ იმ წარმომადგენელთა, აი, როგორც სახალხო დამცველი გამოდის […] სახალხო დამცველი კი არა, ეშმაკთა დამცველი ჰქვია მაგ საცოდავს, და ის კარგი ღონისძიებები, რომლებიც წამოწია ჩოხოსანთა… აი, წარმომადგენელი გვყავს ერთი უსაყვარლესი ადამიანი, ღმერთმა დაუნახა, მე ცალკე არ მინდა კიდევ ერთპიროვნულად, იმიტო რომ.. საპატრიარქოს ჩვენი უწმინდესის კურთხევით, ჩვენი მეუფეს იოანეს ძალიან დიდი დამსახურებით, იმიტომ რომ მისი ძალიან დიდი წვლილია ამ ადამიანებთან და ის, რომ დღეს ბავშვები, რომლებიც მიჯაჭვული არიან სახლში ინტერნეტს და ესეთი კარგი ჩართულობა მოხდა, გაცოფდა ეშმაკი, გაგიკვირდება, კაცო და ეს გამოდის და თურმე ჩვენ დემოკრატიას ვებრძვით, ეს საცოდავი.

ამიტომაცაა, ჩემო ხალხო, რომ ეს არასწორი გამოფრქვევა, ეს არასწორი გამოფრქვევა ამ სატანისტების, რომლებიც მოქმედებს ჩვენს ერზე და ერთმა ღორმა ასი ღორი გასვარა. წარმოიდგინეთ თუ ერთმა ღორმა ასი ღორი. ღორი შეიძლება, ღორი არ გააკეთებს, ღორს თავის ღორი უყვარს და შენ ადამიანს ადამიანი არ გიყვარს. ამას რა უნდა უწოდო. აი, ესეთი კარგ გადაცემას აკეთებს ადამიანი, ვის რაში უშლის ხელს. არ გინდა, ნუ ჩაერთვები. ეს ხო არ არის, დავუშვათ, რომ ვინმე დააბარო, რომ სკოლაში არ შეიძლება რაღაც… კარგი, მაგრამ აქ ხო ეს ჩართვა… მაგრამ ეს რატოა იცი? სწორი გამოყენება ინტერნეტის.. ამაზე სულელდება ეშმაკი. ამიტომ არის, რომ ასეთი საზოგადოება, ასეთი აზროვნებაა, რომელიც ამ ვირუსებს ამ ბოროტებას… ცოდვა ავრცელებს ვირუსს…”,– ამბობს დეკანოზი.

“სამშობლოთმცოდნეობის” გაკვეთილები, საპატრიარქოსა და ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით, 4-5 წელია რაც რუსთავსა და თბილისში ტარდება. პანდემიის პირობებში გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო საგანს უძღვება მისივე ავტორი, “სტუდია გუთნის“ დამაარსებელი ლექსო გელაშვილი, რომლის მიერ მედია საშუალებებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეების მობილიზებაში სკოლის პედაგოგები არიან ჩართულნი.

სახალხლო დამცველის შეფასებით, გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით და რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.

ბაიდენს დღეს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა – ხაზარაძე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სიტყვამ თავისი პარტიის პროგრამა გაახსენა. "ჩვენ გვაქვს...

ამერიკა დაბრუნდა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ...

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. მისი თქმით, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების...

ეს ამერიკის დღეა, დემოკრატიამ გაიმარჯვა – ჯო ბაიდენის სიტყვა ინაუგურაციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა...

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა (ვიდეო)

აშშ–ის 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი პოპ მომღერალმა, ლედი გაგამ...

ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ფიცი დადეს

აშშ–ის არჩეულმა 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადო. მან საპრეზიდენტო ფიცი საოჯახო ბიბლიაზე დადო. საზეიმოდ ფიცი დადო...

ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა...

პირველ რიგში სავაჭრო სექტორის გახსნას განვიხილავთ, შემდეგ სკოლებს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა პირველ რიგში სავაჭრო სექტორის და განათლების სფეროს გახსნას...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო