ვაქცინის გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენება მიუღებელია – დომინიკ რააბი

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ეჭვი არ ეპარება, რომ ზოგიერთი ქვეყანა კოვიდ-19-ის ვაქცინას მსოფლიოში საკუთარი გავლენის გაძლიერებას ახმარს. ლონდონი გმობს ვაქცინის დიპლომატიურ იარაღად გამოყენების მეთოდს.

დომინიკ რააბი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიდი შვიდეულის კულუარებში საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” ესაუბრა. ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კორნვოლში მიმდინარე სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ პანდემია კოვიდ-19-თან გამკლავებაა.

დასავლეთის დიპლომატები შიშობენ, რომ რუსეთი და ჩინეთი ვაქცინებით სხვა ქვეყნების მანიპულირებას ცდილობენ. განსაკუთრებით დიდი დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ ღარიბი სახელმწიფოები, რომელთაც კოვიდ-19-ის ვაქცინის არც წარმოების სახსრები და არც მისი შეძენის საშუალება არ გააჩნიათ.

“როიტერის” კითხვას, შეშფოთებულია, თუ არა მინისტრი იმით, რომ რუსეთს და ჩინეთს შეუძლიათ ვაქცინა გეოპოლიტიკური ინტერესებით გავლენის ბერკეტად გამოიყენონ, დომინიკ რააბმა უპასუხა: “ეჭვგარეშეა, რომ ნაწილობრივ ეს ხდება და ჩვენ ვაქცინის დიპლომატიას, მითუმეტეს შანტაჟს, მხარს არ ვუჭერთ”. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსოფლიოს ვაქცინაცია განვითარებული ქვეყნების “მორალური პასუხისმგებლობაა”.

ცოტა ხნით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის “ფაიზერის” ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეიძენს. ამას გარდა, შეერთებული შტატები რამდენიმე ქვეყანას ვაქცინების წარმოებაშიც დაეხმარება. მაგრამ, ვაშინგტონი იქვე ხაზს უსვამს, რომ მათგან სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს.

ანალოგიურ ნაბიჯს დგამს ბრიტანეთიც. დომინიკ რააბი აცხადებს, რომ ლონდონი ვაქცინებით დახმარების 80%-ს “კოვაქსის” ჯგუფს გადასცემს, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს.

ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინური წარმოების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო 2 ვაქცინა აქვს დამტკიცებული. ერთს სახელმწიფო კომპანია “სინოფარმი” აწარმოებს, მეორეს კი – კერძო “სინოვაკი”. რუსეთის ვაქცინა “სპუტნიკ-ვი” ჯანმოს ჯერ არ დაუმტკიცებია. მოსკოვს იმედი აქვს, რომ ეს რამდენიმე თვეში მოხდება. თუმცა, რუსეთმა უცხოეთში ვაქცინის მილიონობით დოზა უკვე გაყიდა.

წყარო: ამერიკის ხმა

მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი – ილია II ამაშუკელზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. პატრიარქის წერილს პოეტი ავრცელებს. "ბატონ რევაზ...

ნიუ-იორკი საგანგებო მდგომარეობას აუქმებს.მოსახლეობის 63% აცრილია

ნიუ-იორკის შტატში, პანდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დღეს გაუქმდება. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის...

ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს – ხუხაშვილი

"ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს. ქართულ ოცნებას ახლა იმედი აქვს, რომ ამა თუ...

“გირჩი-მეტი თავისუფლება” ითხოვს, მოქალაქეებს ჯარიმებში გადახდილი თანხები დაუბრუნდეთ

პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლება" ითხოვს, მოქალაქეებს დაუბრუნდეთ თანხა, რომელიც პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმებისთვის...

გორში პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ის კლინიკაში გადაიყვანეს

გორში, სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით,...

“სტალინი უნდა გადმოვასვენოთ” – გრიშა ონიანს გორის მერობა სურს

კომუნისტი გრიშა ონიანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის გორის მერობისთვის იბრძოლებს. გამარჯვების შემთხვევაშის თავის ამომრჩეველს...

მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი, მარტო ქიზიყელებს წარმოვადგენ?! – პაპუაშვილი კვოტირებაზე

"არ ვიცი, რა მიდგომაა, “კაცი, კაცი“ წამოძახება, თითქოს კაცები ნაკლებად წარმოადგენენ ქალებს! ეს რომელ...

კელი დეგნანი ჩვენზე მეტად ფიქრობს საქართველოს წარმატებაზე – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოწოდებას მოსამართლეები არჩევის შეჩერებასთან დაკავშირებით. პარტია...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...