ვაშაძე: ენმ-მ შემომითვალა, მოდი, ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით-მეთქი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ თანამშრომლობა შეთავაზა, თუმცა მან უარი უთხრა.

„2012 წლიდან მოყოლებული ეს ხალხი გიჟივით სულ მებრძვის ხოლმე ყველა პროცესში და რატომ მებრძვის, ვერ გავიგე. ყველაზე მეტად გული მტკივა იმ ამომრჩეველზე, რომლებსაც ეს ხალხი ატყუებს. როგორც „ქართული ოცნებაა“ გადამგდები და ახლა ამნისტიის კანონშიც დამატებითი ჩანაწერი გააჩინა, ზუსტად ისე არის „ნაციონალური მოძრაობა“.

არ მისაუბრია საჯაროდ ამაზე და ახლა საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად ვისაუბრო. ინდივიდუალურ შეხვედრაზე შემომითვალეს კიდეც საპარლამენტო არჩევნების მერე, მოდი ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებე, აღარ მინდა თქვენი მოტყუებები და გადაგდებები მეთქი“,-განაცხადა ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, ყველაზე დიდ შეცდომად იმას მიიჩნევს, რომ ეგონა, ნაციონალურ მოძრაობას “გაასწორებდა”.

„ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი, არის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე რომ მეგონა, “ნაციონალურ მოძრაობას“ გავასწორებდი, მაგრამ ეს პარტია არ სწორდება. შეიძლება ახალგაზრდა ვიყავი. ყველა ადამიანი პროცესს საკუთარი გადასახედიდან უყურებს. ყველაფერი დაარღვიეს. 2020 წელს ისანში გამარჯვების შანსი მქონდა, შემოვარდნენ და კანდიდატი დამიყენეს. რატომ დამიყენეს იცით? – ოღონდ მე, გიორგი ვაშაძეს კარგი შედეგი არ დამედო“,- აღნიშნა ვაშაძემ.

 

“ათამდე ჭრილობა ჰქონდა” – სამტრედიაში გუშინ დაჭრილი 32 წლის კაცი გარდაიცვალა

სამტრედიაში გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დღეს მას კლინიკაში ოპერაცია უტარდებოდა,...

სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მართვის სადავეებთან არ იქნება – მელია

"მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლა, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია თავად მიხეილ სააკაშვილზე. მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილია...

19 ივნისი: დადასტურდა COVID-19-ის 769 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 460...

თითქმის აღარ განვიხილავ – მელია თბილისის მერად კენჭყისრაზე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია "ამერიკის ხმასთან ინტერვიუში" ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის...

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი...

შეიზღუდოს რუსული არხები! – გიორგი ფხაკაძე

"ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე"– ამის...

საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება – ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი

''საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება ''- ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების...

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა” – პეტრე კოლხი სალომე ზურაბიშვილზე

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”  - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...