“ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს“–ნანა გეგეჭკორი

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც  The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს პრეპარატ “რემდესივირის“ შესახებ წერს და ამბობს, რომ ამ პრეპარატის გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობას ვერ ამცირებს და მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს დაავადების სიმპტომური დღეების რაოდენობას:

“ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება მაქვს მისი გამოჩენის პირველივე დღიდან. ჩემი ჰოსპიტალი იყო ნაწილი პირველივე კვლევისა რომელიც რემდესევირზე დაიწყო.

ვერც ერთმა, აქამდე გამოქვეყნებულმა კვლევამ, ვერ დაადასტურა მისი გავლენა სიკვდილიანობაზე. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში რემდესევირის გამოყენება არ ამცირებს სიკვდილიანობას. ის მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს დაავადების სიმპტომატური დღეების რაოდენობას. ცხადია, როგორც ნებისმიერ პრეპარატს მასაც აქვს გვერდითი მოვლენები. მცირე ნაწილში შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით რა დოზაა იდეალური თირკმლის მსუბუქი უკმარისობისას. ზოგადად ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია, თუმცა კოვიდის მკურნალობაში მისი წვლილი ნადვილად არაა ფასის შესაბამისი.

ამერიკულ ჯანდაცვას აქვს ფუფუნება თუნდაც ძალიან ძვირადღირებული პრეპარატით შეუმსუბუქოს სიმპტომები ჰოსპიტალში მოხვედრილ ნებისმიერ პაციენტს. ნებისმიერ პაციენტს… რაც თანაბრად გულისხმობს არალეგალ, ღარიბ უცხოელსაც და ამერიკის მდიდარ მოქალაქესაც…
საქართველოში ამ პრეპარატზე დახარჯული თანხა არამიზნობრივი ხარჯია. რადგან იგივე ფასად, ქვეყანას შეუძლია კოვიდთან ბრძოლაში ბევრად უფრო ეფექტური არაინვაზიური ვენტილაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა საკმარისი რაოდენობით.

ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს. გადარჩენაა მთავარი თორემ სიმპტომებს ავიტანთ როგორმე…

14 ოქტომბერს სავარაუდოდ მეორედ გავხდი ავად კოვიდით. პირველად აპრილში ვიავადმყოფე. მაშინაც იგივე სიმპტომებით, ძალიან მსუბუქად გამოხატულით, მხოლოდ 3-4 დღით. იმ პერიოდში ჩემს ჰოსპიტალში არსებული პროტოკოლი თანამშრომლების ტესტირებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად მეც უარი მითხრეს ტესტირებაზე. ამდენად რთულია ზუსტად ვიცოდე ვიყავი თუ არა ავად ორჯერ, თუმცა ჩემი მეუღლის ავადმყოფობა იმავე პერიოდში ამაზე მიუთითებს. მისი ერთადერთი კონტაქტი მაშინ მე ვიყავი. ამჯერად საკმაოდ სერიოზულად ვიყავი ავად. ფილტვების ერთი მესამედი კოვიდ პნევმონიამ დამიზიანა. ასევე აღმენიშნებოდა სერიოზული ნეიროტოქსიკურობა. ზუსტად 20 დღე გაგრძელდა მაღალი სიცხეები. ცხადია, მთელი სამსახური მადევნებდა თვალს, ავადმყოფობის პერიოდი სახლში გავატარე.

ჩვენმა გამოცდილმა რეანიმატოლოგებმა მირჩიეს იმუნიტეტს მივნდობოდი. თუმცა აუცილებლად აღვნიშნავ, არ მივეკუთვნებოდი არანაირ რისკ ჯგუფს. ვარ სრულიად ჯანმრთელი, არამწეველი, ნორმალურზე დაბალი წონის, აქტიურად ნავარჯიშები. ცხადია, ამან განაპირობა ის რომ ფილტვების ასეთი მძიმე დაზიანების პირობებშიც კი სუნთქვის უკმარისობა მინიმალურად მქონდა გამოხატული. ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, მთელი ავადმყოფობის პერიოდში არ მიმიღია არც ერთი პრეპარატი გარდა სიცხის დამწევისა. მივსდევდი გზამკვლევს რომელიც თქვენთვის დავწერეთ მე და ზურამ. ის გზამკვლევი სწორედ მაშინ დავწერეთ როცა მე დაავადების პირველ ფაზაში ვიყავი და კუნთოვანი ტკივილისგან ბეჭდვაც კი მიჭირდა. ვისაც ახსოვს ჩემი მაშინდელი ლაივი მიაქცევდა ყურადღებას რომ გავწყვიტე და ზურას ნაწილი დროზე ადრე შემოვიდა, მერე ისევ გავაგრძელე დარჩენილ კითხვებზე პასუხი. საუბრისას სუნთქვა მიძნელდებოდა და ამიტომ დამჭირდა პაუზა.

მოკლედ… რატომ გიყვებით ამას…

მე მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ჰოსპიტალში და მემკურნალა რემდესევირით, სტეროიდით და ანტისხეულების კოქტეილით. მემკურნალა იგივე პროტოკოლით როგორც უმკურნალეს ტრამპს. ამაზე უარი ვთქვი ჩვენი გამოცდილი ექიმების რჩევით. ჩემი გადაწყვეტილება ემყარებოდა აქამდე გამოქვეყნებული კვლევების მონაცემებსა და ამ წუთისთვის არსებულ მკურნალობის სტანდარტებს. ჩემთვის ავირჩიე მკურნალობის იგივე მეთოდი რასაც დავუნიშნავდი ნებისმიერ პაციენტს იგივე მონაცემებით.

ჩემო ძვირფასებო, გული არ დაგაწყდეთ ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ. სწორი მოვლის პირობებში კოვიდ დაავადებულების აბსოლუტური უმრავლესობის გადარჩენა შეიძლება ძვირადღირებული მკურნალობის გარეშე. ამისათვის საჭიროა სწორად გაწვრთვნილი და საკმარისი რაოდენობის მედპერსონალი შესაბამისი ეკიპირებით. ჯადოსნური წამლები ჯერ არ არსებობენ კოვიდ ისტორიაში.

სიმშვიდე, მეცნიერულად დადასტურებული ცოდნა და მოწესრიგებულად ექიმის რეკომენდაციების შესრულება არის საუკეთესო იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლაში.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“– წერს ნანა გეგეჭკორი.

რემდესივირთან დაკავშირებით დავა საქართველოში დიდი ხანია გრძელდება. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამ პრეპარატის თაყვანისმცემელია, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრეპარატის ეფექტურობას მსოფლიოში არავინ ადასტურებს. ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ თენგიზ ცერცვაძეს სამკურნალოდ რემდესივირი უცხოეთიდან გამოუგზავნეს. 

ასევე ცნობილი გახდა რომ პრეპარატს, რომლის ეფექტიანობა საეჭვოა, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ეროვნული ცენტრი 104 ათას დოლარად შეიძენს.  ცერცვაძის კლინიკამ რემდესივირის შესყიდვაზე თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან უკვე მიიღო.

ირაკლი ფანგანი თავისუფალია

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი თავისუფალია....

შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის – დოლიძე NDI-ს კვლევაზე

ოპოზიციისთვის - რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა ოპოზიცია და რის გამოც უკმაყოფილება...

წულუკიანს პარლამენტიდან წასვლა უნდა – ელისო კილაძე

"წულუკიანს პარლამენტიდან წასვლა უნდა"- ამის შესახებ, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ''მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. მისი...

NGO “ალტერნატივას” წევრები ჩავლეიშვილის სასტუმროსთან აქციას მართავენ

აჭარაში, გონიოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები საპროტესტო აქციას ირაკლი ჩავლეიშვილის სასტუმროსთან მართავენ. მათი თქმით,...

უფლებამოსილების გადამეტება – ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების...

თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა...

"თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა"-...

თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვიწყებთ პერმანენტულ, 24 საათიან აქციებს – “ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის”

"ვიწყებთ პერმანენტულ, 24 საათიან აქციებს "- არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" ითხოვს რომ 1...

თავი საცივში გქონდა და ახლა რევოლუციურ სცენარზე საუბრობ – წილოსანი

"თავი საცივში გქონდა და ახლა რევოლუციურ სცენარზე საუბრობ "-ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა ნინო...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის წინააღმდეგ აცრილი. ნახეთ ბოლო მონაცემები ქვეყნების მიხედვით

მსოფლიოში ამჟამად  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის  64.2 მილიონი  დოზაა გაკეთებული. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ჯამური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანია უკვე კორონავირუსის წინააღმდეგ...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო