ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს რომ თანამდებობას,  შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ტოვებს.

„ძვირფასო ზუგდიდელებო! ორი წელია თქვენთან ერთად ვშრომობთ და ვზრუნავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წარმატებისთვის.

ამ პერიოდის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, დევნილთა განსახლების, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.

ამ გამოწვევებთან გამკლავება კიდევ უფრო გართულდა იმ პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც 2020 წლის დასაწყისში დაატყდა მსოფლიოს, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით და ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით:

ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიგო 100 კმ-ზე მეტი გზა; სრულად განახლდა და ტექნოლოგიურად აღიჭურვა მუნიციპალური ტრანსპორტი; აშენდა და რეაბილიტირდა სკოლები, ბაღები და სამედიცინო ამბულატორიები; დასრულდა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათის – ბოტანიკური ბაღის მშენებლობა; დასრულდა წყალარინების, გამწმენდი ნაგებობისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა; ზუგდიდს პირველად აქვს 24 სთ-იანი წყალმომარაგება; მოქალაქეებს უწყვეტად მიეწოდებოდათ ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები; Covid19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, 10 000-ზე მეტმა ზუგდიდელმა ოჯახმა მიიღო მუნიციპალიტეტისგან სხვადასხვა სახის დახმარება.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სიკეთეებისა, რომელიც ერთობლივი შრომით შევძინეთ ზუგდიდს.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი თქვენი მსახური, რაც ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობდა.

ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში.

შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა.

ჩემო ზუგდიდელებო!

ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას.

ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეები. მადლობა მათ ღირსეული მსახურებისთვის.

ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას.

მე როგორც რიგითი ზუგდიდელი ყოველთვის ვიქნები ჩემი ქალაქის სამსახურში ამ თუ სხვა პოზიციაზე“, – წერს გიორგი შენგელია სოციალურ ქსელში.

მეუფე იაკობი აცხადებს, პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაზე საუბარი ჯერ ადრეა

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადრეა ჯერ...

ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს პრესმდივანი მამა...

მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივდება

მთავრობას კოვიდშეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება. ამის შესახებ, პარლამენტში, უკვე...

სასამართლო არ გვაქვს – ყოფილი პროკურორი

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს არ გვაქვს"-ამის შესახებ, ყოფილი პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ...

წამოძახებით, “მაშინ რატომ ვერ გააკეთე”, კომპლექსს ვერ გამიჩენენ – გახარია

"წამოძახებით, "მაშინ რატომ ვერ გააკეთე", კომპლექსს ვერ გამიჩენენ"-  ამის შესახებ, ყოფილმა პერმიერმა, გიორგი გახარიამ...

ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ – სტოლტენბერგი

"ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ" - NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა...

ზურა ჯაფარიძე იმნაძის, გამყრელიძის და ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში, სრული ლოქდაუნითა და შეზღუდვებით...

23-ში დაბადების დღეა, იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით – ზაზა გახელაძის დედა

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს – მეცნიერების ახალი დასკვნა

ადამიანებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს კორონავირუსის მიმართ მდგრადი იმუნიტეტი უყალიბდებათ, რომელმაც შეიძლება პაციენტი განმეორებითი დაინფიცირებისგან ათწლეულების მანძილზე დაიცვას. თანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება შედარებით...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...