თბილისის მოსახლეობის 23%-მა არ იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდა გადატანილი – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისის მასშტაბით კოვიდინფექცია მოსახლეობის 33%-ს, ანუ 350 000 ადამიანს აქვს გადატანილი, ხოლო მათგან 23%–მა ამის შესახებ არ იცოდა.

,,ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის 11%-ს, 110 000 ადამიანს გადატანილი აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი. ხოლო 220 000-მა ადამიანმა, ანუ 23%-მა არ იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდათ გადატანილი, მაგრამ აღმოაჩნდათ ანტისხეულები სისხლში. სულ, თბილისის მასშტაბით კოვიდი გადატანილი აქვს 33%-ს მოსახლეობისას, ეს არის დაახლოებით 350 000 ადამიანი. ასეთივე პროპორციები იქნება ქვეყნის მასშტაბითაც, ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც ჩვენ მივაღწევთ 65%-ს ვაქცინაციისას, ეს 350 000 ადამიანი დაემატება ვაქცინირებულებს, იმიტომ, რომ აქვთ იმუნიტეტი და ჩვენ დავამთავრებთ პანდემიას.

აცრის ტენდენცია კარგია, მაგრამ აცრილთა რაოდენობა დაბალია, რადგან დავიწყეთ ძალიან გვიან, დავიწყეთ 15 მარტს, თან არ იყო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. ყველაზე უარესი იყო მოსახლეობის სკეპტიციზმი და მიუღებლობა ვაქცინაციის, რაც გააღრმავა პირველივე დღეებში ფატალურმა შემთხვევამ. იმის შემდეგ აცრილია 180 000 ადამიანი და არცერთი ფატალური შემთხვევა არ გვქონია. ამან თავისი როლი ითამაშა, სკეპტიციზმი იკლებს, ყველაფერი მიდის წინ ვაქცინაციის საკითხში. წინ მიდის ვაქცინაციის ქსელიც, იყო 80 პუნქტი, ახლა არის 130 და მალე იქნება 250 პუნქტი. ყველგან არის რეანიმაციის სამსახური თუ ეს საჭირო იქნება.

ივლისის პირველი რიცხვებიდან შემოვა სხვადასხვა ვაქცინები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას გული წყდებოდა „ფაიზერზე“ ზოგიერთს იდეაფიქსი აქვს, რომ „ფაიზერით“ უნდა აიცრან და მათ ექნებათ „ფაიზერი“. და კიდევ უფრო უკეთესი, მათ ექნებათ „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გამოსულა მსოფლიო ბაზარზე. „ნოვოვაქსი“ მიიღებს დადასტურებას და ჩემი რწმენით, ეს იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა, „ფაიზერზე“ კიდევ უკეთესი“,- განაცხადა ცერცვაძემ.

სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მართვის სადავეებთან არ იქნება – მელია

"მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლა, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია თავად მიხეილ სააკაშვილზე. მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილია...

19 ივნისი: დადასტურდა COVID-19-ის 769 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 460...

თითქმის აღარ განვიხილავ – მელია თბილისის მერად კენჭყისრაზე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია "ამერიკის ხმასთან ინტერვიუში" ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის...

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი...

შეიზღუდოს რუსული არხები! – გიორგი ფხაკაძე

"ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე"– ამის...

საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება – ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი

''საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება ''- ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების...

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა” – პეტრე კოლხი სალომე ზურაბიშვილზე

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”  - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის...

პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით – ISFED

"პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით"- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...