თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს პატიმრობა, დირექტორს 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობისთვის ბრალდებულ თბილისის ცენტრალური საავადმყოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს, 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დაკავებულ კლინიკის ორ ექიმს კი პატიმრობა, მათ შორის ერთს დაუსწრებლად, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობისთვის თბილისის ცენტრალური საავადმყოს დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, 2018 წელს კლინიკაში არალიცენზირებულმა ექიმებმა პაციენტი დაარწმუნეს, რომ მისი გამოკვლევები იტალიაში გადააგზავნეს და ოპერაცია 2-ჯერ ჩაუტარეს. პაციენტი 2018 წლის 11 დეკემბრიდან კომაშია.

კლინიკის დირექტორს ბრალი 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს და 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მეორე ექიმი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, საზღვარგარეთაა და საგამოძებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებს. უწყების ცნობით, მას ბრალი დაუსწრებლად, 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ამ საქმესთან დაკავშირებით, თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია,დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის “აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს”.

თალაკვაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის ლიდერობით ხალხს რეალური ძალაუფლება დაუბრუნდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ  ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით "ქართულმა ოცნებამ" რეალური ძალაუფლება...

კორონავირუსი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში Covid 19 შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა. შსს-ს...

ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან – კალაძე მეუფეების საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაზე

"ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან"- ასე უპასუხა  „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების...

“ეკლესია ყოველთვის უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას” – მეუფე ანტონი

"როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ვიქნებით მასთან" - განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა...

COVID-19-ით გარდაიცვლილი მე-20 პაციენტი სოხუმის სკოლის მასწავლებელია

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილი 60 წლის ქალია, რომელიც  სოხუმის პირველი...

ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას – მეუფე შიო მეუფეების საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაზე

არ ნიშნავს მხარდაჭერას,- ასე უპასუხა საქართველოს კათოლიკოს  პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტების შეკითხვას, მეუფეების...

ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა – ვაშაძე

ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“...

ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის – ბოკერია სააკაშვილზე

სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო