თემურ ჭყონია – მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია 

“მათ შორის, ვინც წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად ხაზარაძე ერთ-ერთი საუკეთესოა, ”- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ადგილი უნდა დაიკავოს კანდიდატმა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ექნება სრულყოფილი გეგმა. ასეთი ხედვა კი “ლელომ” “ახალი მარშალის გეგმით” უკვე წარმოადგინა.

“მამუკა ხაზარაძის განვლილ ცხოვრებასა და მის გაკეთებულ საქმეებს თუ გადავხედავთ, რა სირთულისა და სიძლიერის ბიზნესები აქვს გაკეთებული ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია მათ შორის, ვინც წარმოდგენილია. მხოლოდ კანდიდატურის დაყენება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, თუ რის გაკეთებას შეძლებენ გამარჯვების შემდეგ. კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ ცოდნით და ზოგადი ხედვით. ეს ხედვა კი “ლელომ” და მამუკა ხაზარაძემ “მარშალის გეგმის” სახით წარმოადგინეს. ყველა კანდიდატის, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა, ანალიზი და კრიტიკულ ჭრილში შეფასება უნდა გაკეთდეს.
ეს ანალიზი კი მოიცავს შემდეგს:
1. რა ხედვა და გეგმა აქვს კანდიდატს აღნიშნული პოზიციის დაკავების შემდეგ.
2. როგორ განახორციელებს ამ გეგმას.
გეგმის დაწერა და შედგენა არის მარტივი, მთავარია მისი სწორად შესრულება და იმ გარემო პირობებზე მორგება, სადაც ვიმყოფებით,” – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენის თქმით, “ლელოს” “ახალი მარშალის გეგმა” არ არის ამბიციური, თუმცა ის ანალიზის შედეგადაა მიღებული.

“მიუხედავად იმისა, რომ “ლელოს ახალი მარშალის გეგმა” არ არის ამბიციური. რაც ამ გეგმაში ნათლად ჩანს, არის ის, რომ ანალიზისა და საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე დაყრდნობის შედეგადაა მიღებული. მსგავსი გეგმის შედგენის დროს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქვეყნის პოტენციალი და მისი შესაძლებლობები, აქ კი ჩანს, რომ “ლელოს” გუნდს ამ საკითხზე ნაფიქრი აქვს. ეს გეგმა კი უნდა შეასრულოს გუნდმა, რომლითაც პარტია დაკომპლექტდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ლელო” არის ახალი სახეებით დაკომპლექტებული გუნდი, ახალი შემართებით, რომლებსაც შეუძლიათ, ეს გეგმა სრულყოფილად გაშალონ და მოარგონ ქვეყანას,” – ამბობს ჭყონია.

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათზე 45,77%-ია, 2016 წელს 42,04% იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 45,77%-ია, რაც რაოდენობრივად 1 607 530 ამომრჩეველია....

თავისუფალ არჩევნებში გაყალბების, დაშინებისა და მოსყიდვის ადგილი არ არის – კინზინგერი

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ქართველებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ და სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. კონგრესმენის თქმით, სამართლიან და...

გლდანში ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა “ჭყიპინამ” მძიმე პროვოკაცია მოაწყო -კახა კალაძე

"გლდანში ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა "ჭყიპინამ" მძიმე პროვოკაცია მოაწყო" - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,...

არჩევნები მოგებულია, შუქის ჩაქრობა იგეგმება! – ჟორჟოლიანი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედია-წყალტუბოს ოლქში, ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ოპოზიციამ არჩევნები მოიგო,...

მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული

მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან. თუ რას უკავშირდება...

ივანიშვილი დამთავრდა, მიაწექით ბოლომდე! – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მარცხდება. მან საზოგადოებას მიმართა, "ბოლომდე მიაწვნენ". "ივანიშვილი...

“სირცხვილიას” წევრს, ანა ჭარხალაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

გლდანში სავარაუდოდ ქართული ოცნების მხარდაჭერებმა მოძრაობა სირცხვილიას წევრს, ანა ჭარხალაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა...

გლდანში საარჩევნო უბანთან სროლა იყო

გლდანში საარჩევნო უბანთან სროლა იყო.  39-ე საარჩევნო უბანში დაპისრპირება ამ დრომდე გრძელდება არსებული ინფორმაციით...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო