თიბისის ბიზნეს კლუბი – ბიზნესის მხარდაჭერის ახალი პლატფორმა

თიბისი ბიზნეს მომხმარებლებისთვის ბიზნეს კლუბს ქმნის, რომელიც კლუბის წევრების მხარდაჭერაზე, განვითარებასა და სოციალიზაციაზე იზრუნებს. ბიზნეს კლუბის შექმნით თიბისი მომხმარებლებს უმარტივებს ბიზნესის კეთებას, უზრუნველყოფს მათ ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საკითხზე, დაკავშირებას პოტენციურ პარტნიორებთან და
მომხმარებელთან.

კლუბის წევრებს შეეძლებათ ისარგებლონ ინდივიდუალური კონსულტაციებით და სესიებით, სადაც მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე კონკრეტული დარგის ექსპერტებისგან. ასევე, სპეციალურად მათთვის გაიმართება პანელური დისკუსიები, რომელზეც მოხდება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემების განხილვა. ბიზნეს კლუბის წევრებს და მათი კომპანიის წარმომადგენლებს შეეძლებათ სპეციალური კურსების გავლა, ასევე, ყოველთვიური განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობა. ამას გარდა, შეიქმნება ფეისბუქ ჯგუფი, სადაც მომხმარებლები შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთობას, პოტენცურ პარტნიორებთან თუ  მომხმარებლებთან დაკავშირებას და სიახლეების გაზიარებას.

„ჩვენ ბიზნეს კლუბის შექმნით გავაერთიანეთ ორი სრულიად ინოვაციური მიდგომა საქართველოში, პირველი ეს არის „ბანკი გამოწერით“ და მეორე, ერთი სოციუმის ადამიანებისთვის, კერძოდ, ბიზნესებისთვის – კლუბის გაკეთება. თიბისის ყველა ძალისხმევა ემსახურება მომხმარებლებისათვის ცხოვრების გამარტივებას. კლუბის შექმნის იდეამდე იმ ინსაითებზე დაყრდნობით მივედით, რაც ბიზნესის წარმომადგებლებთან უკუკავშირის შედეგად მივიღეთ. ბიზნეს კლუბი იქნება სწორედ ის ადგილი, სადაც ისინი მიიღებენ ყველაზე მთავარს, რაც სჭირდებათ, ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, ახალი ცოდნის შეძენა, ნეთვორქინგი, პოტენციურ პარნიორებთან თუ კლიენტებთან შეხვედრა და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიზნეს კლუბი მუდმივად განახლდება, ისევ და ისევ ბიზნესის საჭიროებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე,“ – ამბობს ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ბიზნეს კლუბში მოხვედრა შესაძლებელია ბიზნეს ნაკრების გამოწერით. როგორც თავად ბიზნეს კლუბი, ასევე, საბანკო სერვისების გამოწერის პრინციპი საქართველოს საბანკო სივრცეში ინოვაციურია. ახალი ინიციატივის ფარგლებში თიბისი მომხმარებლებს სთავაზობს 3 ტიპის ბიზნეს ნაკრებს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფასითა და შემადგენლობით. სამივე ნაკრები შედგება იმ საბანკო პროდუქტებისგან, რომელსაც ბიზნესი ყოველდღიურ
საქმიანობაში იყენებს.

ბიზნეს კლუბი გააერთიანებს ყველა ტიპის ბიზნესს, მიუხედავად მათი ზომისა და იურიდიული ფორმისა, კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველას, როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირ ბიზნესებს. ბიზნეს ნაკრებების შემადგენლობა კი, შეესაბამება ყველა ტიპის ბიზნესის მოთხოვნებს. ნაკრების გამოწერა არის შესაძლებლობა, რომელიც მომხმარებელს ბიზნეს სივრცემდე, ბიზნეს კომუნამდე მიიყვანს, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილია საბანკო პროდუქტები და სერვისები.

დამატებითი მაცივრების შეძენა ვაქცინისთვის არ ესაჭიროება – ტიკარაძე

"საქართველოს დამატებითი მაცივრების შეძენა ვაქცინისთვის არ ესაჭიროება "- ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ,  "დღის...

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ worldometers-ი აქვეყნებს. პანდემიის დაწყების...

მე ავიცრები და არანაირი პრიორიტეტით არ ვისარგებლებ – ტიკარაძე

"მე ავიცრები და არანაირი პრიორიტეტით არ ვისარგებლებ " - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე...

ICOMOS-მა ხადას ხეობა საფრთხეში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ ICOMOS-მა რომელიც UNESCO-თან ასოცირებული ორგანიზაციაა, ხადის ხეობა საფრთხეში მყოფ...

ამხელა ქალაქის მერი ვარ – კალაძის პასუხი კითხვაზე თუ რატომ არ ჩაანაცვლა ივანიშვილი

"ამხელა ქალაქის მერი ვარ"- ასე პასუხობს,  თბილისის მერი, კახა კალაძე კითხვას თუ რატომ არ...

ივანიშვილს სიკეთის კეთება სისხლში აქვს, ასეთ ადამიანს გავლენები ექნება – კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სიკეთის კეთება "სისხლში აქვს". "ბიძინა...

ლაპარაკს ვითხოვთ, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილსაც დავუკავშირდები – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ის ოპოზიციური პარტიებისგან მხოლოდ საუბარს ითხოვს, ამიტომ...

გამყრელიძე აცხადებს, რომ Covid-19-ზე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება

"ჯოგური იმუნიტეტი რომ შეიქმნას, მოსახლეობის 60% უნდა გაჯერდეს"- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან...

სხვა სიახლეები

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ“– გვარამიას მუსულმანებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ

ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი...

ჯანმრთელობა

ნახეთ მირანდა ქერის ფეხის მასაჟი, რომლითაც ის ჯანმრთელობას და სილამაზეს ინარჩუნებს

Victoria's Secret–ის ყოფილი მოდელი, ამჟამად კი ორგანული კოსმეტიკის ბრენდის, KORA–ს დამფუძნებელი, მირანდა ქერი მისი ლამაზი ფეხების საიდუმლოს ამხელს. პირველი: გოგონა რეგულარულად ვარჯიშობს. ის ინსტაგრამზე...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო