თიბისი – მსოფლიოში საუკეთესო ბანკი სოციალური მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის

თიბისი, საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემის – Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე, მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა კორპორატიული ციფრული ბანკების კატეგორიაში – სოციალური მედიის, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სერვისებისთვის. ასევე, კომპანიამ ფიზიკური პირებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში თიბისიმ რეგიონალური ჯილდოც აიღო, როგორც საუკეთესო კორპორატიულმა ციფრულმა ბანკმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

საერთაშორისო აღიარება თიბისიმ  ციფრული კომუნიკაციების ძლიერი სტრატეგიისთვის, ციფრული არხებისა და სერვისების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისთვის, წარმატებული ციფრული ინიციატივებისთვის, ასევე ციფრული არხების დიზაინისა და პრაქტიკულობისთვის მიიღო.

“წელს, გლობალურმა პანდემიამ ციფრულ საბანკო მომსახურებაზე გადასვლა დააჩქარა, თუმცა წინდახედულ ბანკებს უკვე არჩეული ჰქონდათ აღნიშნული გზა. ციფრული ბანკების კატეგორიაში ის ფინანსური ინსტიტუტები დავაჯილდოვეთ, რომლებიც წარმატებით ინტეგრირდნენ თანამედროვე მომხმარებლებისა და სამყაროს საჭიროებებთან“, – ჯოზეფ დ. გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.

„აღნიშნული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე ადამინათან – გავუმარტივოთ მათ ცხოვრება და ასევე ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას – მომხმარებლებს მათზე მორგებული, საუკეთესო  სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. ეს აღიარება ასევე იმის მტკიცებულებაა, რომ თიბისი წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და არსებულმა რეალობამ აღნიშნული პროცესი უბრალოდ დააჩქარა. იმ დროს, როდესაც სოციალური დისტანცია ყოველდღიურობის აუცილებლობად იქცა, სწორედ განვითარებული ციფრული არხები გვეხმარება მომხმარებლებთან მუდმივი და სრულყოფილი კავშირი გვქონდეს დისტანციურად და მათ მინიმალურად დასჭირდეთ ფილიალში მოსვლა“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიყვანო, კონსტიტუცია მაქვს შესაცვლელი – ხვიჩია

პარტია "გირჩი" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს რომ მან პარლამენტში უნდა შეიყვანოს ოპოზიცია რადგან...

მერია დამატებით 180 ერთეულ 8-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის

დედაქალაქში უკვე შესყიდული 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანით ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დასრულდება. თბილისის მერია...

მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან – თალაკვაძე

"მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან "- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის...

გადაცდომის და კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში, ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის...

ეპარქია იმსჯელებს და დააკისრებს პასუხისმგებლობას – მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ თადეოზზე

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის...

დღეს საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 081 პირი...

ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა....

“ჩაიხადე და მეტი რეიტინგი გექნება..” – თამარ ჩერგოლეიშვილი და ელისო კილაძე ერთმანეთს პირდაპირ ეთერში...

“ჩაიხადე და მეტი რეიტინგი გექნება. რომელი გამოქვაბულიდან გამოხვედი?“ - თამარ ჩერგოლეიშვილი და ელისო კილაძე...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო