“თუკი ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის გირაოს, ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია“–მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ გირაოს, რომელიც სასამართლომ დააკისრა, არ გადაიხდის და მის ნაცვლად ვერც სხვა გადაიხდის. ამის შესახებ ნიკა მელია ფეისბუქზე წერს:

“20 ივნისის მოვლენების დროს სიმართლის ხაზი გადიოდა პარლამენტის პერიმეტრზე.

გარეთ აღშფოთებული პატრიოტები იდგნენ და იცავდნენ ქვეყანას, შენობის შიგნით კი მყოფი კობახიძე-გავრილოვი შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას.
პარლამენტს გარეთ მყოფი ხალხის სიმართლე აღიარა თავად ხელისუფლებამ და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, თანამდებობიდან გადადგომა მოუწია მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს და მივიღეთ პროპორციული არჩევნების დაპირება.

მიუხედავად ამისა, მაშინ ოცნებამ გადაგვაგდო, უკან წაიღეს პროპორციული სისტემის დაპირება და ჩემი და სხვა ადამიანების წინააღდეგ რამდენიმე კვირაში დაიწყო პოლიტიკური დევნა.
მიუხედავად ამისა, ხალხის ნების გამოხატვის მოლოდინში , რომ სახელმწიფო ინსტიტუტები 2020 წლის არჩევნების შედეგად დაიბრუნებდნენ ლეგიტიმაციას, მოთმინებით ველოდი საპარლამენტო არჩევნებსთუმცა, 2020 წლის არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ არა სახელმწიფო ინტიტუტების ლეგიტიმაციის დაბრუნება, არამედ არჩევნების ტოტალურად გაყალბება და ქართული ოცნების მიერ ძალაუფლების სრული უზურპაცია, უსამართლობასთან ბრძოლის ახალი ეტაპიც ზუსტად ამ დროს დადგა.

ამიტომ, 1 ნოემბერის აქციაზე საჯაროდ მოვისროლე სამაჯური და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვარ ჩაბმული უკომპრომისო ბრძოლაში. არც მე და არც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს.

სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება – ეს არის მთლიანად უკანონო და არალეგიტიმური, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არ გამოყენებულა და პირველად ჩემს წინააღმდეგ იყენებენ.

მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ…
ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია!

მე აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ “სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას, მაშინ როდესაც ვიცი რომ ვარ მართალი და ვიცი რომ ჩემს წინააღდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად!

გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე, ან მის ადვოკატზე. არც მე, არც ჩემს ადვოკატს არანაირი ასეთი კოდი არ მოგვითხოვია და არც მოუციათ და შესაბამისად, თუკი ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარ ვაცხადებ, ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია.

ვიცი, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიცი რომ ამ ბრძოლაში მართალი ვარ! და ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა არც გვაქვს!

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ !“– წერს მელია.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულმა ნიკა მელიამ გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და ასევე, გირაო არ უზრუნველყო თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლითაც თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა და განემარტება, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

შესაბამისად, თუ პროკურატურა ნიკა მელიას დაკავებას გადაწყვეტს, პარლამენტმა უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყვიტოს.

პიარული განცხადება იყო, ანაკლიაში არანაირი ინვესტორი არ მოვა – ბადრი ჯაფარიძე ღარიბაშვილზე

"პიარული განცხადება იყო, ანაკლიაში არანაირი ინვესტორი არ მოვა "- პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი...

არაფერს დავთმობთ პრინციპულს, გადაწყვეტილებებს სააკაშვილი არ იღებს – ელენე ხოშტარია

"არაფერს დავთმობთ პრინციპულს, გადაწყვეტილებებს სააკაშვილი არ იღებს"- ამის შესახებ, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში წერს. "არაფერს...

“ქალები და გოგონები უბრალოდ ამ ქვეყანაში, თურმე ბიჭებს აუპატიურებენ” – ბაია პატარაია

"ქალები და გოგონები უბრალოდ ამ ქვეყანაში, თურმე ბიჭებს აუპატიურებენ" - ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია...

ვფიქრობ, მხარეები ვადამდელზე ვერ შეთანხმდებიან, პლებისციტი შესაძლებელია – გრეგოროვა

ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარე და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრი, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ მედიაციის...

“ენმ”-ის ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს -...

პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი გზაა – გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობზ, რომ პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი გზა. "მიმაჩნია, რომ...

ახლა ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე დათანხმდეს პლებისციტს – ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ პლებისციტზე ოპოზიცია...

თბილისის 150-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც ხვალ 24 საათით წყალი შეუწყდება

GWP-ის განცხადებით, ხვალ ნაძალადევის, გლდანის და ჩუღურეთის ნაწილს, 150-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 24 საათით...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო