თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია – კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის წერილი კახა კუჭავას

თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია – ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩეობის ერთობლივი წერილი კახა კუჭავას. დიპლომატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით  ვალდებულებებს ახსენებენ და მისი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

”ძვირფასო ბატონო კუჭავა,

გვსურს დავიწყოთ იმით, რომ მივესალმოთ თქვენს როლს 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საქმეში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საკითხში ოპოზიციის ჩართულობის კუთხით. თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია.

19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ გაატარებენ ამბიციურ მართლმსაჯულების რეფორმას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეაჩერებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს და გაატარებენ რეფორმას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ შორის დანიშვნების, შეფასებების, დაწინაურებების, დისციპლინური ზომებისა და აპელაციების კუთხით.

მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ მართლმსაჯულების რეფორმის გატარებაზე ინკლუზიურ პროცესში და მიიღებენ საერთაშორისო დახმარებასა და რჩევებს ამ რეფორმების გატარებისთვის, განსაკუთრებით, იმ საკითხებში რაც ეხება მოსამართლეების მიუკერძოებლობას, მათ შორის იმ მოსამართლეებისა, რომლებიც ინიშნებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში.

19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი კანონმდებლობაში ცვლილებების პრიორიტეტების დასახვის საკითხში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების მხრივ.

ეს ცვლილებები სასარგებლო იქნება, საერთაშორისო ექსპერტების მიერ უკვე გაწეული რჩევების გათვალისწინებით, მათ შორის ვენეციის კომისიის უკანასკნელი რეკომენდაციების გათვალისწინებით. ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის მკაცრი პირობა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაწევის კუთხით.

შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნება, თუ ცვლილებები მიიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნამდე და სანამ დაიწყება კანდიდატებისთვის ხმის მიცემა. მართლაც, დანიშვნის პროცესში დაუყოვნებლივი პაუზა აჩვენებს ერთგულებას იმ საქმისადმი, რომელიც მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ჩვენი მხრივ, მზად ვართ გაგიწიოთ საერთაშორისო დონის რჩევები და დახმარება, როგორც ეს გათვალისწინებულია შეთანხმებაში. მათ შორის იმ საკითხში, რაც შეეხება დანიშნული მოსამართლეების მიუკერძოებლობას.” – ნათქვამია ელჩების  მიმართვაში.

დადასტურდა COVID-19-ის 699 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:20 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან...

უპრინციპო, გაზულუქებული, რა უნდა პარლამენტში? – ვაშაძე ოქრიაშვილს პასუხობს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პასუხობს ენმ-ძალა ერთობაშიას დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის კრიტიკას. ოქრიაშვილმა თქვა,...

გახარია ცალსახად მესამე ძალაა, მის გარეშე ვერც ოცნება და ვერც ენმ ვერ გაიმარჯვებს –...

"გახარია ნამდვილად არის სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე და თავის ტკივილი ქართული ოცნებისთვის. ის არის ცალსახად,...

ჩემი რეიტინგი არსად გამქრალა, მეგობრებო, უბრალოდ არ გამზომეს – ბაქრაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე ეხმიანება Edison Research-ის პოლიტიკოსების რეიტინგების კვლევას და განმარტავს, რომ...

მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი – ილია II ამაშუკელზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. პატრიარქის წერილს პოეტი ავრცელებს. "ბატონ რევაზ...

ნიუ-იორკი საგანგებო მდგომარეობას აუქმებს.მოსახლეობის 63% აცრილია

ნიუ-იორკის შტატში, პანდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დღეს გაუქმდება. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის...

ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს – ხუხაშვილი

"ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს. ქართულ ოცნებას ახლა იმედი აქვს, რომ ამა თუ...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...