იაგო ხვიჩია განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში

პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“  განმარტა თუ რა შემთხვევაში შევა პარლამენტში.იაგო ხვიჩიას თქმით, „გირჩს“ გაცხადებული აქვს, რომ ისინი პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შევლენ, მაშინ როდესაც შესაძლებელი იქნება მათთვის საინტერესო საკითხების გადაჭრა.

„ჩვენ არასდროს არ დაგვიმალავს პარლამენტში შესვლის სურვილი. ჩვენ ვამბობდით, რომ „გირჩი“ პარლამენტში“ იყო ჩვენი სლოგანი წინასაარჩევნოდ. ისეთ ადგილზე შესვლა არ მინდა, რომელიც პარლამენტი არ არის და პარლამენტად მასაღებენ, თორემ განა პარლამენტში შესვლა არ გვინდა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც რომ შეთანხმებისკენ ვიაროთ. ეს რაღაც, რაც ახლა გვაქვს, პარლამენტი გახდეს. ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც პარლამენტი გააჩნია. ამაზეა საუბარი, ამ იდეის გულშემატკივარი ვარ. უნდა ვიაროთ შეთანხმების გზით, ვიპოვოთ ისეთი კონსენსუსი, რომელიც ამ ქვეყანაში პარლამენტს გააჩენს. ამას მხოლოდ ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმება გააჩენს. სამწუხაროდ, არჩევნების შედეგებმა ეს ვერ გააჩინა.

მე მაქვს ჩემი ინტერესები. ვფიქრობ, მე გავჯიუტდები, თუ ეს არ დაიდო. ჩემი ინტერესი, რომელიც აქ არის, პროპორციული არჩევნები და ბუნებრივია მასთან მიახლოებული ბარიერია. მე მოვუწოდე ოპოზიციას, რომ უნდა გავაგრძელოთ ბოიკოტი, არც უნდა ვიფიქროთ შესვლაზე თუ აქამდე მოვედით. პოლიტპატიმრებზე და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბარი არ არის, ყველა თანხმდება ამაზე, საუბარია პროპორციულ და ვადამდელ არჩევნებზე. თანახმა ვარ ვადამდელ არჩევნებზეც, იმ შემთხვევაში თუ ეს მესამე მოთხოვნა დაკმაყოფილდება. თუ არ დაკმაყოფილდება არ ვარ პარლამენტში შესვლის მომხრე.

ჩვენ შეთანხმების საგნად შეიძლება ვაქციოთ ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი თამაშის წესების მიღება, რომლის შანსი სხვა დროს არ გვექნება, ¾-იან უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში როდის მიიღებს რომელიმე პარტია, ასე მარტივი არ არის. ახლა გვაქვს შანსი შევთანხმდეთ.

უფლებამოსილი პირი მჭირდება. მე რომ გავაფორმო მარტო „ქართულ ოცნებასთან“ ეს ვერ შედგება და იქნება „თავის მოტყუება“. „პატრიოტთა ალიანსი“ და ალეკო ელისაშვილი საკმარისი არ არის, საჭიროა „ნაციონალური მოძრაობა“, მე კი არ მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ საჭირო ამ საქმისთვის. არ გვყოფნის მხოლოდ „ქართული ოცნება“, არ ვართ საკმარისი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვქონდეს და შეცვალოთ კონსტიტუცია. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არ ხდება. ჩვენ გვჭირდება 113 ადამიანი პარლამენტში. შესაბამისად „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ყველაზე დიდი პარტია არის ის პარტია, რომლის მონაწილეობა არის აუცილებელი ამ ცვლილების მისაღებად. ჩვენი ინტერესიც არის მინიმუმ 113“, – აცხადებს ხვიჩია

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლა ივანიშვილისადმი მადლობით დაიწყო

ქართული ოცნების თამვჯდომარის პოსტზე ახლადარჩეულმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლა, ბიძინა ივანიშვილისადმი მადლობით დაიწყო. "ჩემი გამოსვლა...

პირველი არხის ყოფილი დირექტორი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ყოფილი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზია 2020...

ქართულმა ოცნებამ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზარდა...

სპეცოპერაცია კასპში – დააკავეს თავდამსხმელი, რომელსაც მძევლები ყავდა აყვანილი

მამაკაცი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, დაკავებულია. სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაასრულა. როგორც ჟურნალისტებს...

ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების თავმჯდომარედ ერთხმად დაამტკიცეს

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი...

“ექსპო ჯორჯიასთან” მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებაა, დააკავეს 10- მდე აქტივისტი

"ექსპო ჯორჯიას" ტერიოტრიაზე, სადაც დაახლოებით 1 საათში "ქართული ოცნების" პარტიული ყრილობა უნდა დაიწყოს სიტუაცია...

“ქართული ოცნების” ყრილობა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს – დაკავებულია რამდნეიმე აქტივისტი

"ქართული ოცნების" პარტიული ყრილობა პროტესტის ფონზე ჩაივლის - ექსპო ჯორჯიასთან  სამოქალაქო აქტივისტები კიდევ ერთხელ...

“საქართველოში ტრამპის მსგავსი ოლიგარქი პოლიტიკიდან მიდის, თუმცა ეს ბევრს არ ჯერა“–Washington post

გავლენიანი გამოცემა ვაშინგტონ პოსტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას სტატიას უძღვნის. “საქართველოში ტრამპის მსგავსი ოლიგარქი...

სხვა სიახლეები

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ“– გვარამიას მუსულმანებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ

ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო