ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიას თბილისს გადასცემს

ბიძინა ივანიშვილი საბურთალოზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას თბილისს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს.

“დღეს ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი ქართუ მუნიციპალიტეტს, ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე ქართუს დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება”, — განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით პროექტის დეტალური პრეზენტაცია ხვალ  გაიმართება და ცნობილი გახდება მშენებლობის დაწყების თარიღი. კალაძე ამბობს, რომ პარკი იქცევა თბილისელებისთვის საყვარელ ადგილად, ასევე, იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც ყველა, აქ მცხოვრები ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს.

ივნისში იპოდრომის ტერიტორიის მფლობელმა,  შპს “ინვესტ კაპიტალმა” , რომლის 100%-იანი წილის მფლობელი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია” ის 60 მილიონ ლარად  გაყიდა და ივანიშვილის  ფონდ “ქართუს“ მიყიდა. პანამაში რეგისტრირებული კომპანიაც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ტრანზაქცია 19 ივნისს შესრულდა.ქალაქის ცენტრში მდებარე 40 ჰექტარი ფართობი 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაა. თუმცა დღემდე მილიარდერს არაფერი უთქვამს, რას უპირებს ტერიტორიას. ყოფილი იპოდრომის გარშემო აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები, თუმცა მოსახლეობა იპოდრომის ტერიტორიას დღემდე სარეკრიაციო ზონად იყენებს. რამდენიმე წლის წინ გაჩნდა იდეა, იპოდრომის ტერიტორიაზე ქალაქის ცენტრალური პარკი გაშენებულიყო. ამ მოთხოვნით მოსახლეობამ პეტიციაც შექმნა და ივანიშვილს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზა. თუმცა ამ ინიციატივას გაგრძელება აღარ მოყოლია. ზაფხულში ტრანზაქციის განხორციელებისთანავე გამოითქვა ვარაუდები, რომ ივანიშვილი იპოდრომს თბილისს არჩევნების წინ აჩუქებდა.

ივანიშვილი დამთავრდა, მიაწექით ბოლომდე! – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მარცხდება. მან საზოგადოებას მიმართა, "ბოლომდე მიაწვნენ". "ივანიშვილი...

“სირცხვილიას” წევრს, ანა ჭარხალაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

გლდანში სავარაუდოდ ქართული ოცნების მხარდაჭერებმა მოძრაობა სირცხვილიას წევრს, ანა ჭარხალაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა...

გლდანში საარჩევნო უბანთან სროლა იყო

გლდანში საარჩევნო უბანთან სროლა იყო.  39-ე საარჩევნო უბანში დაპისრპირება ამ დრომდე გრძელდება არსებული ინფორმაციით...

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათზე 36.45%-ია, 2016 წელს 34.79% იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ხმა 1 279 947 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო...

TV პირველის ჟურნალისტი უბანზე შეხლა-შემოხლისას დაშავდა

გლდანში, 39-ე სკოლასთან საარჩევნო უბანზე TV პირველის ჟურნალისტი ანა ახალაია დაშავდა. კადრებში ჩანს, რომ...

ე.წ. ძველი ბიჭების გასამხნევებლად “კაწრო” გამოჩნდა – ანა დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ხუდადოვის ქუჩაზე, საარჩევნო უბანთან "კაწრო"...

“ცნობა სუსიდან: ყველამ ჩვენ არ მოგვცა ხმა, ჩვენი რესურსი ამოწურულია” – ნიკა გვარამია

"ცნობა სუსიდან: ყველამ ცვენ არ მოგვცა ხმა, ჩვენი რესურსი ამოწურულია" - ამის შესახებ, სოციალურ...

მიდით არჩევნებზე, თორემ გამოუყენებელ ბიულეტენებს ქართული ოცნება გამოიყენებს – ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას აპირებს, ამიტომ ბურჯანაძე საზოგადოებას,...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო