“ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”–ამერიკელი კონრესმენები

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა ნაციონალური უსაფრთხოების სტატეგიის  ანგარიში  სახელწოდებით “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ რუსეთი აგრესიის ძველ და ახალ ფორმებს იყენებს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შესარყევად. მათ შორის ჰიბრიდულ ომს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საინფორმაციო და კიბერ შეტევებს სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ.  დამატებითი სანქციებია საჭირო იმისათვის, რომ რუსეთს გაუძნელდებს აგრესული და მადესტაბილიზირებელი ქმედებების დაფინანსება.

ანგარიშში ნათქვამია,  რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში  ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”.

“რუსეთის მიმართ სანქციები მისი დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგაც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იქნას გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც შემოთავაზებული იყო ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

მაგალითად, ამისათვის საჭირო იქნებოდა კანონმდებლობა, რომელიც დააწესებდა სანქციებს ამ ახალი უფლებამოსილების შესაბამისად ვლადიმერ იევტუშენკოვზე, რუს მილიარდერ ოლიგარქზე.  არსებული სანქციები საკმარისად არ ეხება პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს უთხრიან ძირს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქი და მოკავშირეა უკრაინაში, რომელიც იყენებდა თავის მედია იმპერიას ქვეყანაში ზიანის მომტანი რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რადგან კონგრესს განესაზღვრა სამომავლო სანქციები და ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა”,- წერია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები არიან კონგრესმენები: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი.

ბელარუსში ჰაკერებმა სახელისუფლებო მედია დაჰაკეს და ეთერში პოლიციის ძალადობის კადრები გაუშვეს (ვიდეო)

ბელარუსში სახელისუფლებო არხები, Беларусь 1-ი და ОНТ-ი დაჰაკეს და პირდაპირ ეთერში გაუშვეს ვიდეო კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ სცემს და...

საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას – საგარეო ყარაბაღზე

საგარეო საქმთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის მორიგ გამწვავებას ეხმაურება და...

ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები განახლდა

სომხეთის პრემიერმინისტრის, პაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა წამოიწყო. აზერბაიჯანის მხარე აცხადებს, რომ...

“ჩვენ ვართ ერთიანები, მაგრამ არა ერთნაირები“–ელენე ხოშტარია ოპოზიციის დაპირისპირებაზე

ევროპული საქართველოს წევრი, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი უჭერს მხარს, ელენე ხოშტარია...

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, პარლამენტის...

კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარაში, 43 კი თბილისში გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა, 66% აჭარას...

დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია – გახარია

რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ...

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 294 -ით გაიზარდა და 5254 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო