კალიფორნიაში 57 წლის კაცმა 9 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

ტრანსპორტირების ორგანოს, მსუბუქ საკრინიგზო ობიექტზე დასაქმებულმა პირმა, 9 თანამშრომელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც მკვლელობასა და თვითმკვლელობაში ბრალდებულის ყოფილი მეუღლე ყვება, მამაკაცი წლების წინ ამბობდა, რომ ის საკუთარი თანამშრომლების დახოცვას გეგმავდა.

“მე არ მჯეროდა მისი ამ ნათქვამის და დღემდე ვფიქრობდი, რომ ეს არ მოხდებოდა,”- უთხრა AP-ს სესილია ნალმსმა.

სანტა კლარას შერიფი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მამაკაცმა ჯერ თანამშრომლები დახოცა და შემდეგ მოიკლა თავი. შერიფი ლორი სმიტი ამბობს, რომ თვითმკვლელობის დროს პოლიციელები უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ.

“როდესაც ჩვენმა პოლიციელებმა კარი გააღეს, ის კვლავ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. ჩვენმა პოლიციელმა დაინახა ის მომენტი, როცა მან თავი მოიკლა,”- აცხადებს შერიფი სმიტი.

თავდაპირველად, არსებობდა ინფორმაცია რომ მოკლული 8, ხოლო დაჭრილი ორი ადამიანი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთი 49 წლის ალექს ფრიჩის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს და საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

რაც შეეხება თავდამსხმელს ის 57 წლის სამუელ კასიდია. გამომძიებლებს თავდაპირველად არ დაუკონკრეტებიათ მკვლელობისა და თვითმკვლელობის მოტივი. თუმცა მოგვიანებით კასიდის ყოფილმა მეუღლემ თქვა, რომ ის სახლში გამუდმებით უკმაყოფილო და გაბრაზებული ბრუნდებოდა სამსახურში არსებული უთანხმოებების გამო.

არსებული ინფორმაციით, წყვილი 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2005 წელს დაშორდა. სესილია ნელმსი ამბობს, რომ ყოფილ მეუღლესთან კონტაქტი 13 წლის განმავლობაში არ ქონია.

მომხდარის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ფედერალურ შენობებზე დროშების დაშვების ბრძანება გამოსცა. ხოლო კონგრესს მოუწოდა, რომ სასწრაფოდ გააგრძელონ მუშაობა ინიცირებულ კანონპროექტებზე, რომელიც იარაღით ძალადობის აღკვეთას შეუწყობს ხელს.

“ყველა ტყვიით წართმეული ცხოვრება ჩვენს სულს აზიანებს. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი ამის შესაჩერებლად,”- ამბობს ბაიდენი.

დემოკრატების ინიცირებულ კანონპროექტს იარაღის კონტროლის შესახებ რესპუბლიკელები არ იზიარებენ.

წყარო: ამერიკის ხმა

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი...

შეიზღუდოს რუსული არხები! – გიორგი ფხაკაძე

"ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე"– ამის...

საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება – ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი

''საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება ''- ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების...

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა” – პეტრე კოლხი სალომე ზურაბიშვილზე

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”  - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის...

პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით – ISFED

"პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით"- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და...

შაორის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა შაორის ტბაში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. რაჭაში ტრაგედია ცოტახნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

შეზღუდვები უნდა მოიხსნას – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას. მისი თქმით, მინიმალური ვადით...

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები- ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები - 7 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს. აღნიშნულ...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...